გადავითვალეთ ყველა PVT უბანი და შემაჯამებელი ოქმების 8%-ში იყო მეტობა — ISFED
სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლების განცხადებით, მათ ხელახლა გადაითვალეს საპარლამენტო არჩევნების 850 PVT უბანი და აღმოჩნდა, რომ შემაჯამებელი ოქმებში მეტობით დისბალანსი 8%-ს შეადგენდა. მათი განცხადებით, ოქმებში დისბალანსი საარჩევნო ადმინისტრაციამ უმეტესწილად კენჭისყრის დღის შემდეგ გაასწორა. ამის შესახებ მათ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.
"ჩვენ გადავწყვიტეთ გამგეობამ და ISFED-ის ადმინისტრაციამ, რომ ხელახლა გადავგვეთვალა ყველა PVT უბანი, 850 უბანი. დაახლოებით 20 ადამიანზე მეტი სწავლობდა ამ მონაცემებს და შემიძლია გითხრათ, რომ მეტობით დისბალანსი შეადგენს 8%-ს. მიუხედავად იმისა, რომ PVT-ის უბნები რჩება საიდუმლოდ და არ არსებობს ამის პრაქტიკა ჩვენ ვაპირებთ, რომ დავუშვათ გამონაკლისი და ეს 8%-ის ოქმები დეტალურად გავიაროთ ცესკოსთან ან ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ პირთან ერთად, იმისთვის, რომ ყოველგვარი ეჭვი იქნას აღმოფხვრილი და ორგანიზაციამ დააკმაყოფილოს გამჭვირვალეობის მაქსიმალური სტანდარტი", — განაცხადა ორგანიზაციის გამგეობის წევრმა, ბაია პატარაიამ.
მისი თქმით, მეტობითი დისბალანსის გასწორება სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა საშუალებით ხდებოდა. პატარაიას შეფასებით, საქართველოში ამ მხრივ "ძალიან მახინჯი" პრაქტიკაა დამკვიდრებული, რაც ნიშნავს დისბალანსის აღმოფხვრას არა გადათვლის, არამედ ამ ოქმების ცვლილებას ახსნა-განმარტებების საფუძველზე. მისი განცხადებით, ორგანიზაცია მსგავს პრაქტიკას არ მიესალმება. პატარაიას თქმითვე, მარტო ISFED-მა 160 უბანზე მოითხოვა ხმების გადათვლა, თუმცა აქედან დაკმაყოფილდა მხოლოდ 16.
ამასთან, ISFED-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ PVT შერჩევის 8%-იანი მეტობიდან:
- საარჩევნო უბნების 3,6%-ზე მეტობით დისბალანსის მქონე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში მონაცემები კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს საოლქო საარჩევნო კომისიებში გამოცემული შესწორების ოქმებით, ხოლო მომდევნო დღეებში — საოლქო კომისიების განკარგულებებით დაკორექტირდა;
- საარჩევნო უბნების 1,3%-ზე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში მეტობით დისბალანსის განმარტების ან შესწორების მიზნით არ არის გამოცემული შესწორების ოქმი და/ან განკარგულება; დაწერილია მხოლოდ ახსნა-განმარტება ან მონაცემი უშუალოდ შემაჯამებელ ოქმში არის გადასწორებული;
- საარჩევნო უბნების 0,6%-ზე პროპორციული შემაჯამებელი ოქმები საარჩევნო უბნებზე საეჭვო გარემოებაში შესწორდა. ძირითადად, ეს იმას გულისხმობს, რომ დამკვირვებლის მიერ მიღებული, დამოწმებული ასლის და ცესკოს საიტზე გამოქვეყნებული შემაჯამებელი ან შესწორების ოქმების მონაცემები არ ემთხვევა ერთმანეთს და იძლევა განსხვავებულ შედეგს;
- საარჩევნო უბნების 1,8%-ზე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული მეტობით დისბალანსი შესწორდა კენჭიყრის დღესვე საარჩევნო უბანზე, თუმცა შესწორების ოქმები შედგა გარკვეული ხარვეზებით;
- საარჩევნო უბნების 0.7%-ზე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული მეტობით დისბალანსი კენჭისყრის დღესვე, საარჩევნო უბანზე შედგენილი შესწორების ოქმების საფუძველზე შესწორდა.
"კენჭისყრის დასრულებისთვის გვქონდა 8% ოქმებისა, სადაც იყო მეტობა. ეს ოქმები მერე გადის შესწორების რიგ პროცესს, სწორდება უბანზე, ოლქში, შესწორების ოქმით ან განკარგულებით. უკვე ამ პროცესების შემდეგ, ერთი და იგივე დავალებას რომ ცხრაჯერ გადაწერ, ბალანსი დაჯდება. ჩვენ, ორგანიზაციას, მსგავსი შესწორება მიგვაჩნია საეჭვოდ როცა ის ხდება ზეპირი ახსნა-განმარტების საფუძველზე, ეს იწვევს ეჭვს: ხომ არ ხდება მონაცემების შესწორება ხელოვნურად, ისე რომ დაჯდეს ბალანსი", — განაცხადა ISFED-ის გამგეობის თავმდჯომარემ, თამარ სართანიამ.
სართანიას თქმით, როდესაც არის მეტობით დისბალანსი, მისი გასწორების საშუალებაა ხელახლა გადათვლა ბიულეტენების და არა ზეპირი, მეხსიერებით აღდგენილი მონაცემების შეტანა შესწორების ოქმში.
"ამიტომ ჩვენი მონაცემი ემთხვევა მხოლოდ მას შემდგომ, რაც ყველა ეტაპზე დაბალანსდა ოქმები. ჩვენც რომ გადავითვალეთ ყველა ეტაპზე დაბალანსებული ოქმები, მერე, რა თქმა უნდა, დაემთხვეოდა [...] სამართლიანი არჩევნების ანგარიშში გამოქვეყნებული იყო 1 ნოემბრის მონაცემები, ჩვენ, რა თქმა უნდა, 1 ნოემბერს ვერ გვექნებოდა ინფორმაცია ოლქში განხორციელებული ცვლილებების შესახებ", — განაცხადა მან.
რაც შეეხება პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში ბიულეტენების ნაკლებობას, იგი საარჩევნო უბნების 25,8%-ზე დაფიქსირდა. ISFED-ის განმარტებით, ბიულეტენების ნაკლებობა ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო ყუთის გახსნის შემდეგ, მასში იმაზე ნაკლები ბიულეტენი აღმოჩნდა, ვიდრე კომისიის მიერიყო გაცემული.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები