რესტორნების რიცხვი, რომლებიც დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ და მიტანის სერვისს გათიშავენ, 200-მდე გაიზარდა. რესტორატორები შეზღუდვის მოხსნას და მუშაობის უფლებას ითხოვენ.

"ლოქდაუნის გამო ქვეყანა სოციალური აფეთქების ზღვარზეა მისული. კოტრდება ბიზნესები. სუფევს ტოტალური უმუშევრობა. პრობლემების დაძლევის ქმედითი ნაბიჯები არ ჩანს. ვინაიდან ქვეყნის ხელისუფლება არასათანადოდ აფასებს არსებულ პრობლემებს და ნიშნის მოგებით გვახსენებს, რომ გატანის სერვისით შეგვიძლია სარგებლობა, ჩვენ პროტესტის მიზნით, ერთი დღით უარს ვამბობთ გატანის და ონლაინ სერვისებით სარგებლობაზე! 15:00 საათზე ვუერთდებით მშვიდობიან საპროტესტო აქციას სახელმწიფო კანცელარიის წინ. იმედს ვიტოვებთ, რომ მოსახლეობა გაგებით მოეკიდება ჩვენს ნაბიჯს, რაც უკიდურესი სასოწარკვეთილებითაა გამოწვეული", — აცხადებს რესტორატორთა ასოციაცია.

თავდაპირველად განცხადებას 70-მდე რესტორანი აწერდა ხელს, აქციის წინ კი მათი რიცხვი თითქმის სამჯერ გაიზარდა. პროტესტში მონაწილე რესტორნების სია შეგიძლია ნახო აქ.