დაუმორჩილებლობა და კანონის დარღვევა მიუღებელია, ამას მოჰყვება მკაცრი რეაქცია — თურნავა რესტორნებზე
ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ მისთვის გასაგებია სარესტორნო სფეროში დასაქმებული ადამიანების უკმაყოფილება, მაგრამ, დაუმორჩილებლობა მიუღებელია და ამას მოჰყვება მკაცრი რეაგირება. ასე ეხმაურება თურნავა რესტორანთა ნაწილის გადაწყვეტილებას, აკრძალვების მიუხედავად 6 თებერვლიდან გაიხსნან.
"გასაგებია, რომ იმის გამო, რომ რესტორნები, არა აჭარაში, მაგრამ, დანარჩენ საქართველოში ჯერჯერობით ვერ იხსნება, აქედან გამომდინარე, მათ აქვთ უკმაყოფილება, მაგრამ, დაუმორჩილებლობა, კანონის დარღვევა, ეპიდემიოლოგიური წესების დაცვის მიმართ დაუმორჩილებლობა არის მიუღებელი. ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვე მკაცრი რეაქცია", — განაცხადა ნათია თურნავამ.
იგი სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს სთხოვს, არაკანონიერი ქმედებით არ გაართულონ დიალოგი მათსა და მთავრობას შორის.
"ვინაიდან ჩვენ, პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში, პრემიერმინისტრთან ერთად, ეკონომიკურ გუნდთან ერთად ვიხილავთ, თუ როდის შეიძლება ჩვენ, იგივე აჭარის მოდელი, სადაც ჯერ ღია სივრცეები გავხსენით, გადმოვიტანოთ დანარჩენ საქართველოზე, ვაკვირდებით ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და ვეძებთ გამოსავალს, აქედან გამომდინარე, ჩემი თხოვნა იქნება და ჩემი იმედიც არის, რომ რესტორნები ასეთი არასწორი, არაკანონიერი ქმედებით არ გაართულებენ დიალოგს ჩვენს შორის", — განაცხადა თურნავამ.
აკრძალვების მიუხედავად, 6 თებერვლიდან რესტორნები გახსნას გეგმავენ. ინფორმაცია გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლევან ქოქიაშვილმა ფეისბუქზე გაავრცელა.
როგორც ქოქიაშვილი ფეისუბქგვერდზე წერს, სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის მოლოდინი არ გამართლდა და გონივრული გამოსავლის პოვნის ნაცვლად, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაც გადაიდო. მისივე თქმით, სხვა გამოსავალს ვერ ხედავენ, ამიტომ 6 თებერვალს გახსნა გადაწყვიტეს.
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
კომენტარები