პარტია ლელოს თავჯდომარე, მამუკა ხაზარაძე, აცხადებს, რომ ყველა დაპირისპირებული პოლიტიკური ძალა უნდა შეთანხმდეს ძირითად პრინციპებზე, მთავარ ღირებულებებზე და შედგეს "დიდი ეროვნული შერიგება". სწორედ ამაში ხედავს ხაზარაძე ქვეყნის გადარჩენის გზას.

"ქართული სული, ტრადიცია, კულტურა უნდა იყოს ყველა საქმის ამოსავალი წერტილი და საფუძველთა საფუძველი. უნდა ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, მოხდეს სასამართლოს რეფორმირება, მძლავრი ეკონომიკური პროგრამის შექმნა, ქვეყნისთვის ფუნქციის დაბრუნება, ყველა ინტელექტუალური ძალის, სამოქალაქო საზოგადოების მობილიზება და უნდა შედგეს დიდი ეროვნული შერიგება", — წერ მამაუკა ხაზარაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

"გადარჩენის" გზის შემოთავაზებამდე ხაზარაძე ჩამოთვლის ქვეყანაში არსებულ პრობლემებს — ეკონომიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ოკუპაციის, საზოგადოების პოლარიზაციის, მართლმსაჯულების, უმუშევრობისა და სხვა საკითხების შესახებ და მათი გამომწვევი მიზეზების მისეულ ხედვას გვთავაზობს.