მოძრაობა სირცხვილიას აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი აცხადებს, რომ შაბათს დაგეგმილ აქციას არ გააუქმებენ. ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა.

"ამოგვაყვინთეს ჰაერის ჩასასუნთქად, როცა წნეხი გაიზარდა, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, მესამე ტალღა კვლავ საკმარისი მიზეზი აღმოჩნდება, ქვეყანას სასუნთქი არხები დაუხშონ. ამავდროულად უცვლელად რჩება ყველაზე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციური კომენდანტის საათი, რომელიც მხოლოდ საგანგებო რეჟიმისას უნდა გამოიყენებოდეს. კომენდანტის საათის "ხიდით" გადავალთ მომდევნო უგუნურ ჩაკეტვამდე. ამაში გაგვიცვალეს მოპროტესტეებს დროებითი, არაგეგმიური შემსუბუქება", — წერს იგი.

რამდენიმე დღის წინ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით შაბათს, 6 თებერვალს პარლამენტის წინ აქცია დააანონსეს.

დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ შეზღუდვების შემსუბუქება დააანონსა. კერძოდ, საქართველოში ტრანსპორტი და ბაზრობები 8 თებერვლიდან სრულად ამუშავდება, ხოლო კვების ობიექტები ღია სივრცეში 15 თებერვლიდან შეძლებენ მუშაობას. ამასთან, მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში აღდგება.

გაიგეთ მეტი: