ამ წუთებში, ე.წ. კომენდანტის საათის პარალელურად, სამოქალაქო აქტივისტები დაუმორჩილებლობის მარშის მართავენ. მოძრაობა #სირცხვილიას ორგანიზებული აქციის მონაწილეები, კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ.

"როდესაც ხელისუფლებას კრიზისიდან გამოსვლის არათუ რამე გეგმა აქვს, არამედ უფრო აღრმავებს მას; როდესაც ხელისუფლებას თავისი მოქალაქეების არ ესმის, პანდემიას კი მისთვის სასიკეთოდ და სხვებისთვის საზიანოდ იყენებს, ადამიანების დაუმორჩილებლობის დრო დგება", — აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

ფოტო: On.ge

მათი თქმით, მარში არის მხიარული და ფერადი. სწორედ ამიტომ, აქტივისტთა ნაწილი აქციაზე საკარნავალო ნიღბებით, ფერადი ტანსაცმლით, მუსიკალური ინსტრუმენტებით მივიდა.

ფოტო: On.ge

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიგა მაქარაშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსუს საფრთხე ისინიც ხედავენ და ყველა საჭირო რეკომენდაციასაც იცავენ. თუმცა, მისივე თქმით, მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები უკანონოა.

"ამ რეგულაციებით ხელისუფლება ანგრევს ყველა იმ სფეროს, რომელიც ოდნავ მაინც ცოცხლობს ამ წუთამდე და პირდაპირ შიმშილისთვის იმეტებს ადამიანებს. ბოლომდე მივაწვებით, იმიტომ, რომ ვფიქრობთ, რომ კორონას მიუხედავად, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თვითონაც ვგრძლობთ საფრთხეს — ნიღბით ვართ, დისტანციით ვდგებით, ყველა საჭირო რეკომენდაციას ვიცავთ — ის, რასაც ახლა ხელისუფლება აკეთებს, გვგონია, რომ არის უკანონო", — განაცხადა მაქარაშვილმა მარშის დაწყებამდე.

ფოტო: On.ge

ფოტო: On.ge

დღეს, პარლამენტთან უკვე იყო შეზღუდვების წინააღმდეგ მიმართული ერთი აქცია. მოქალაქეები იმ აქციაზეც ქვეყნის გახსნას და ეკონომიკის ამუშავებას მოითხოვდნენ.

გაეცანით საკოორდინაციო საბჭოს ბოლო გადაწყვეტილებებს შეზღუდვებთან დაკავშირებით: