სინოდის ბოლო სხდომიდან თითქმის 1 წლის შემდეგ, 11 თებერვალს მღვდელმთავრები საპატრიარქოში ისევ შეიკრივებიან. უცნობია, რა საკითხებზე იმსჯელებს სინოდი ამჯერად, თუმცა ბოლოს, 2020 წლის მარტში, მთავარი განსახილველი საკითხი კორონავირუსის პანდემიისას კოვზით ზიარების წესი იყო. მაშინ სინოდმა თქვა, რომ "ეკლესიის წევრებისათვის ზიარების საიდუმლოების არსში დაეჭვება და მოქმედებით ამის გამოხატვა; მაგალითად: საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამყვან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია".

საპატრიარქოს პრესსამსახურმა სხდომის შესახებ ინფორმაცია დღეს გაავრცელა. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც უცნობია, რომელ საათზე შეიკრიბებიან სინოდის წევრები.