ალბათ, კაცობრიობის ისტორიაში ჯერ არასდროს ყოფილა თაობებს შორის არსებული განსხვავებები და დაპირისპირება ისეთი სახალისო, როგორც ეს დღეს Gen Z-სა და მილენიალებს შორისაა.

თუ თანამედროვე ციფრული სამყაროს ორ გამორჩეულ თაობას ჯერ კიდევ არ იცნობთ, გეტყვით, რომ 1997 წლიდან 2012 წლამდე დაბადებული ადამიანები ჯენზის თაობის წარმომადგენლებად ითვლებიან, 1981-1996 წლებში დაბადებულებს კი მილენიალებს ვუწოდებთ.

ორ თაობას შორის გამართულ "ბრძოლაში" ჯენზი და მილენიალები ერთმანეთის ჩვევებს, შეხედულებებსა და ცხოვრების სტილს ხშირად განიხილავენ. რადგანაც უკვე ვახსენეთ ის ძველმოდური ჩვევები, რომელთა გამოც ჯენზი მილენიალებს ხშირად აკრიტიკებს, დროა, უფროსი თაობის წარმომადგენლებსაც მოვუსმინოთ.

ჯენზის რომელი ჩვევები ეუცნაურებათ მილენიალებს ყველაზე მეტად?

1. თმის შუაზე გაყოფა

ფოტო: Giphy

ჯენზი მილენიალებს შუაზე გაყოფილი თმის გამო უმიზეზოდ აკრიტიკებს აქეთ, როცა თმის გვერდულად გაყოფა ან უბრალოდ გადაყრა ხშირად ყველაზე მარტივი და ეფექტური ვარცხნილობაა.

2. ტიკტოკი ყველგან და ყოველთვის

ფოტო: Giphy

სავაჭრო ცენტრში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, პარკში — მშვიდად სიარული მალე საკუთარ სახლშიც კი შეუძლებელი იქნება, თანაც ნებისმიერ წამს შეიძლება, ვიღაცის ტიკტოკზე აღმოჩნდე!

3. მუდმივად ცეკვა - საუბრის დროსაც კი

ფოტო: Giphy

მორიგი დიალოგი ჯენზისთან მორიგ ახალ ილეთებს ნიშნავს. ნუთუ, ემოციების გამოხატვის უფრო მშვიდი ფორმა არ არსებობს?

4. ხელოვნურად ჩაშავებული თვალის უპეები

ფოტო: Giphy

ეს უბრალოდ უპატივცემულობაა იმ მილენიალების წინაშე, რომლებიც ჩაშავებული თვალის უპეების წინააღმდეგ ბრძოლაში გმირულად დაეცნენ.

5. კაშკაშის ემოჯის გამოყენება, როცა ცდილობენ, რაიმეს ხაზი გაუსვან

ფოტო: Tenor

თანაც ერთი კი არა, მთავარი სიტყვა ორი ემოჯის ტყვეობაში უნდა მოაქციონ!

6. თითქმის ცარიელი ინსტაგრამი

ფოტო: Giph

მაქსიმუმ 3 პოსტი, როცა მთელ დღეს ფოტოების გადაღებაში ატარებენ, ამოუხსნელი მოვლენაა.

7. ინსტაგრამზე იმის მითითება, რომ საჯარო ფიგურები არიან

ფოტო: Gip

მაგისთვის 1000 გამომწერის შეგროვება საკმარისი არაა.

8. იმის მტკიცება, რომ "ემო" მაგათი გამოგონილია

ფოტო: Giphy

ჯენზის თაობა დაბადებულიც კი არ იყო, ემოობის ფაზას მილენიალები გვერდულად გაყოფილი თმით რომ გადიოდნენ.

9. ხელების უცნაური მოძრაობები საუბრისას

ფოტო: Giphy

ხელების ეგრე ქნევა საშიში ხომ არაა? სიტყვებიც საკმარისია, გეთაყვა!

10. ასაკზე ჩაციკვლა

ფოტო: Giphy

25 წლის ადამიანი ახალგაზრდა აღარაა? რამდენიმე წელიწადში ვნახავთ, როგორ შეიცვლით აზრს!

ამავე თემაზე: