სინოდმა დაადგინა, რომ ქართული ძეგლებია და საზღვარი უნდა გაევლოს 1937-38 წლების რუკებით — მეუფე დავით გარეჯზე
ალავერდელი მიტროპოლიტის დავითის განცხადებით, სინოდმა იმსჯელა დავით გარეჯის საკითხზე და დაადგინა, რომ ეს არის ქართული ძეგლები და საზღვარი უნდა გაევლოს ისე, როგორც 1937-38 წლების რუკაზეა აღნიშნული.
"საქართველოს საპატრიარქო და მგონია, რომ არ არიან ისეთი ადამიანები მრავლად, რომლებსაც ეჭვი ეპარებათ დავით გარეჯის საქართველოზე კუთვნილება და თვითონ ამ ქართულ თიბაიდის უდაბნოდ სახელდებული ეკლესია-მონასტრების ქრისტიანული, ქართული წარმოშობის შესახებ. სინოდმა იმსჯელა ამის თაობაზე და აღიარა, დაადგინა, რომ ეს არის ქართული ძეგლები და რომ საზღვრის ხაზი უნდა გაევლოს 1937-38 წლებში აზომილი და შემუშავებული გეგმების საფუძველზე დაბეჭდილი 200 000-იანი რუკების მიხედვით, რომლის გამოყენების აუცილებლობაზე 1956 წელს მოაწერა ორმა ქვეყანამ ხელი.
რადგან თემა აინტერესებს ყველას და არის დიდი აქტივობა ამ საკითხის გარშემო, სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საპატრიარქოს ტელევიზიამ მოამზადოს გადაცემათა ციკლი დავით-გარეჯის პრობლემატიკასა და ისტორიის უფრო დაწვრილებითი ახსნისათვის", — განაცხადა მან საპატრიარქოს ტელევიზიასთან საუბრისას.
საპატრიარქოში სინოდის სხდომა დასრულდა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, რამდენიმე საათში ოქმის სახით გავრცელდება სინოდის განჩინება. მან მოკლედ ისაუბრა განსახილველ თემებზე და განაცხადა, რომ მათ შორის იყო დავით გარეჯის და ვაქცინაციის საკითხი.
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
კომენტარები