დავაფიქსირეთ განმეორებით არანებადართული საქმიანობის განხორციელება, მასალა გაეგზავნება შსს-ს — შრომის ინსპექციის წარმომადგენელი
შრომის ინსპექციის განცხადებით, გირჩი — მეტი თავისუფლებას ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ბარის ფუნქციონირების განმეორებითობის მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს გაეგზავნება.
"როგორც თქვენთვის ცნობილია, გუშინ არანებადართული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისთვის მოხდა ბარის დაჯარიმება, მოხდა ფიზიკური პირის იდენტიფიცირება და მის მიმართ იქნა გამოყენებული სანქცია 2 000 ლარის ოდენობით. შესაბამისად, შრომის ინსპექციის მიერ დაფიქსირდა განმეორებით არანებადართული საქმიანობის განხორციელება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გადაეგზავნება შინაგან საქმეთა სამინისტროს [...] განმეორებითობის მასალები გადაეგზავნება შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაბამისად, ისინი გააკეთებენ თავის კომენტარს", — განაცხადა შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა.
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მას შრომის ინსპექციამ ჰკითხა, ეწეოდა თუ არა ეკონომიკურ საქმიანობას, რაზეც ის დაეთანხმა.
"მკითხეს ისევ ვეწევი თუ არა კომერციულ საქმიანობას აქ, ვუთხარი, რომ კი, ბარია ჩემი და მითხრეს, რომ მაშინ ეს არის მეორე შემთხვევა და შესაბამისად, მასალას გადაუგზავნიან შინაგან საქმეთა სამინისტროს. ამაზე დავიშალეთ მე და ეს ქალბატონი. მეტი არაფერი არ მომხდარა", — განაცხადა ჯაფარიძემ.
მანვე განაცხადა, რომ თუ ბარს დალუქავენ, ის ლუქს გახსნის.
"ჯერ მათ უნდა მიიყვანონ ეს ბოლომდე, უნდა გადაუგზავნონ ეს საქმე პარლამენტს, მათ უნდა შემიჩერონ უფლებამოსილება. ჯერ მათი სვლები არის დარჩენილი კიდევ, მერე გეტყვით მე რას ვაპირებ", — განაცხადა გირჩის ლიდერმა.
ზურაბ ჯაფარიძემ ჯარიმის მიუხედავად დღეს ბარი მაინც გახსნა.
გაიგე მეტი:
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები