წყნეთის გზაზე ავტობუსის გაჩერების წაქცევისას მოზარდი დაშავდა. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად ფორმულამ გაავრცელა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ ის კონტაქტურია და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

როგორც On.ge-ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, ინციდენტის შემდეგ ბავშვი თვითმხილველებმა წყნეთის ამბულატორიაში გადაიყვანეს. პოლიკლინიკაში პირველადი დათვალიერების შედეგად მას არ აღენიშნებოდა დაზიანებები და ექიმის ინფორმაციით, არ საჭიროებდა დამატებით ჩარევას, ამიტომ მშობლების მოთხოვნის საფუძველზე, ის გაწერეს.