ქართულმა ოცნებამ ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა
ქართულმა ოცნებამ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა. მე-10 მოწვევის პარლამენტში მთავრობის ახალი შემადგენლობა მმართველი გუნდის დეპუტატებმა 89 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს. ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიემინისტრი უკვე მეორედ გახდა.
ახალი მთავრობის დამკიცებას მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა. მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა 21 თებერვლას თქვა, რომ მიუხედავად იმისა, 2 ხმა გადამწყვეტი ვერ იქნებოდა, ღარიბაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერდნენ. იმავეს ამბობდა ევროპელი სოციალისტების წარმომადგენელი, დავით ზილფიმიანიც. მისი განცხადებით, "შეიძლება რომელიღაცა მინისტრი" მოსწონდეთ ან არ მოსწონდეთ, მაგრამ ჯამში ამ მთავრობას მათი მხარდაჭერა არ ექნებოდა.
მხოლოდ 2 მინისტრით შეიცვალა ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას მიერ წარდგენილი მინისტრთა კაბინეტი. კერძოდ, თავდაცვის მინისტრის პოსტი ღარიბაშვილის ნაცვლად, მისმა ყოფილმა მოადგილემ, ჯუანშერ ბურჭულაძემ დაიკავა. ხოლო რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ცქიტიშვილი, ასევე მისმა მოადგილემ, ირაკლი ქარსელაძემ შეცვალა.
ღარიბაშვილმა დღეს პარლამენტს მისი გეგმა და ხედვები გააცნო. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვით გამოსვლისას ამტკიცებდა, ქვეყნაში არსებული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად "მხოლოდ წინა ხელისუფლებასთან შედარება საკმარისი აღარ არის", მაინც დიდი დრო დაუთმო მათ კრიტიკას. იგი პარლამენტს გუნდთან ერთად ქვეყნის განვითარების "ახალი ამბიციური" ათწლიანი გეგმის შემუშავებასაც დაჰპირდა.
ამ გეგმის თანახმად, ახალი პრემიერმინისტრი ამბობს, რომ მისთვის პრიორიტეტული ქვეყანაში წესრიგის დამყარება და "რიგი დესტრუქციული ძალების კონსტიტუციურ ჩარჩოში" დაბრუნება, ასევე, ვაქცინის შემოტანა და ეკონომიკური კრიზისისგან "გარღვევა" იქნება. მან ვაქცინის შემოტანის თარიღად ყოფილი პრემიერმინისტრისგან გასნხავევბით, რომელიც გვპირდებოდა, რომ ვაქცინას თებერვალში მივიღებდით, მარტი დაასახელა. ამასთან, ქართული ოცნების დამფუძნებელსა და ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს პარლამენტის ტრიბუნიდან მადლობა ისევ გადაუხადა.
ახალი მთავრობის დამკიცების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებიდან რამდენიმე საათში 18 თებერვალს საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია გადადგა. იმავე დღეს ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.
-
გადახედვა"გერმანიის ელჩმა კანცლერის ციტირება სწორად მოახდინა, ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება აგენტების კანონს — როთი "გერმანიის ელჩმა კანცლერის ციტირება სწორად მოახდინა, ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება აგენტების კანონს — როთი
-
გადახედვაპროკურატურის თანამშრომლის სახელის გამოყენებით, თანხის გამოძალვის ფაქტზე, ორ პირს პატიმრობა მიესაჯა პროკურატურის თანამშრომლის სახელის გამოყენებით, თანხის გამოძალვის ფაქტზე, ორ პირს პატიმრობა მიესაჯა
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
კომენტარები