პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო ვაქცინას მარტში მიიღებს. ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია კი გვპირდებოდა, რომ ვაქცინა ქვეყანაში თებერვლის ბოლოს შემოვიდოდა.

"ბუნებრივია ჩვენი მთავარი გამოწვევა არის პანდემია და ქალბატონი ეკა ტიკარაძე მუშაობს, კონკრეტული გეგმები აქვს. კონკრეტული ვადებიც გავაჟღერეთ ჩვენ და ვთქვით, რომ მარტში შემოვა პირველი პარტია ვაქცინის და დავიწყებთ ვაქცინაციას", — აცხადებს ღარიბაშვილი.

აქამდე მთავრობა ვაქცინის შემოტანის თარიღად თებერვალსს ბოლოს ასახელებდა. მაგალითად, ყოფილი პრემიეrმინისტრი, გიორგი გახარია ამბობდა, რომ Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვიდოდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიაც სავარაუდო თარიღად თებერვლას ასახელებდა. მისი მტკიცებით, თებერვლის ბოლოს Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზას უნდა მიგვეღო.