ზურაბიშვილმა ღარიბაშვილის პრემიერმინისტრად დანიშვნის განკარგულებას ხელი მოაწერა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერმინისტრად დანიშვნის განკარგულებას ხელი მოაწერა. ხელმოწერილი დოკუმენტი პრეზიდნეტის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
მანამდე ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა ქართულმა ოცნებამაც გამოუცხადა. მე-10 მოწვევის პარლამენტში მთავრობის ახალი შემადგენლობა მმართველი გუნდის დეპუტატებმა 89 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს. ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიემინისტრი უკვე მეორედ გახდა.
მხოლოდ 2 მინისტრით შეიცვალა ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას მიერ წარდგენილი მინისტრთა კაბინეტი. კერძოდ, თავდაცვის მინისტრის პოსტი ღარიბაშვილის ნაცვლად, მისმა ყოფილმა მოადგილემ, ჯუანშერ ბურჭულაძემ დაიკავა. ხოლო რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ცქიტიშვილი, ასევე მისმა მოადგილემ, ირაკლი ქარსელაძემ შეცვალა.
ღარიბაშვილმა დღეს პარლამენტს მისი გეგმა და ხედვები გააცნო. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვით გამოსვლისას ამტკიცებდა, ქვეყნაში არსებული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად "მხოლოდ წინა ხელისუფლებასთან შედარება საკმარისი აღარ არის", მაინც დიდი დრო დაუთმო მათ კრიტიკას. იგი პარლამენტს გუნდთან ერთად ქვეყნის განვითარების "ახალი ამბიციური" ათწლიანი გეგმის შემუშავებასაც დაჰპირდა.
ამ გეგმის თანახმად, ახალი პრემიერმინისტრი ამბობს, რომ მისთვის პრიორიტეტული ქვეყანაში წესრიგის დამყარება და "რიგი დესტრუქციული ძალების კონსტიტუციურ ჩარჩოში" დაბრუნება, ასევე, ვაქცინის შემოტანა და ეკონომიკური კრიზისისგან "გარღვევა" იქნება. მან ვაქცინის შემოტანის თარიღად ყოფილი პრემიერმინისტრისგან გასნხავევბით, რომელიც გვპირდებოდა, რომ ვაქცინას თებერვალში მივიღებდით, მარტი დაასახელა. ამასთან, ქართული ოცნების დამფუძნებელსა და ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს პარლამენტის ტრიბუნიდან მადლობა ისევ გადაუხადა.
ახალი მთავრობის დამკიცების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებიდან რამდენიმე საათში 18 თებერვალს საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია გადადგა. იმავე დღეს ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები