სამთო კურორტებზე სასტუმროები 25 თებერვლიდან გაიხსნება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშილმა ისაუბრა.

"სამთო კურორტებზე სასტუმროები ხვალიდან გაიხსნება. საბაგიროები გაიხსნება 8 მარტიდან, ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეკომენდაციების დაცვით", — განაცხადა მან.

ამაზე ისაუბრა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურანავამაც. მისი თქმით, ეს გახსნა დროში ემთხვევა საერთაშორისო მნიშვნელობის სპორტულ ღონისძიებას, რომელიც ბაკურიანში თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში ჩატარდება. მინისტრის განცხადებით, ამას შემდეგ მოჰყვება საბაგიროების გახსნა. ის ამბობს, რომ იქამდე საჭიროა სასრიალო არეალების მომზადებას, ამიტომ საბაგიროების ფუნქციონირების აღდგენის თარიღად 8 მარტი გადაწყვიტეს.

ღარიბაშვილმა სხვა რამდენიმე შეზღუდვის შემსუბუქებაც დააანონსა. სასწავლო პროცესი აუდიტორიებში 15 მარტიდან აღდგება. რესტორნები კი შიდა სივრცეების ამუშავებას 8 მარტიდან შეძლებენ. ამასთან, ძალაში რჩება კომენდანტის საათი.

გაიგეთ მეტი:

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: