ჯანდაცვის სამინისტროში ზუსტად ვერ ამბობენ, როდის შემოვა საქართველოში ვაქცინა
ჯანდაცვის სამინისტროში თარიღს, როდის შემოვა კორონავირუსის პირველი ვაქცინა საქართველოში, ვერ აკონკრეტებენ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას იმედი აქვს, რომ Pfizer-ის პირველ დოზას ქვეყანა მარტის პირველ კვირაში მიიღებს. ის Covid-19-ის ვაქცინის შემოტანის დაგვიანებას Pfizer-ის მხრიდან დამატებითო მოთხოვნების დაწესებას უკავშირებს.
"ამ კვირაში მივიღეთ დამატებითი პირობები Pfizer-ის ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით, კვირის ბოლომდე კიდევ ერთი კონსულტაცია შედგება კოვაქსის, Pfizer-სა და საქართველოს მხარის მონაწილეობით, სადაც ყველა დეტალი დაზუსტდება და გვეცოდინება ზუსტად, როდის მივიღებთ შეპირებულ 29 250 დოზას.
ამ დოზებს ველოდებით თებერვლის ბოლომდე, თუმცა Pfizer-ს მიერ დაყენებული მოთხოვნების ყველა იმ ქვეყანაში, რომელთაც ეს დოზები უნდა მიეღო, გარკვეული გადავადება მოხდა. მიმდინარე კვირაში ჩვენ დავასრულებთ მოლაპარაკებას და იმედი გვაქვს, რომ მარტის პირველ კვირაში რეალურად მივიღებთ იმ დოზებს, რასაც ველოდებით Pfizer-სგან", — განაცხადა გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს AstraZeneca-სთანაც.
საქართველოში Covid-19-ზე ვაქცინა, ჯერჯერობით, არ შემოსულა. პირველი ვაქცინა, რომელიც საქართველოში უნდა შემოვიდეს Pfizer-ია. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ თებერვლის ბოლოს საქართველო 29 250 დოზა Pfizer-ის ვაქცინას მიიღებდა, რომელიც 14 500-მდე სამედიცინო პერსონალზე იქნებოდა გათვლილი.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობდა, რომ COVAX პლატფორმის ფარგლებში, დაახლოებით, მარტის დასაწყისში AstraZeneca-ს 315 000 დოზა შემოვიდოდა. ხოლო AstraZeneca-სთან პირდაპირი მოლაპარაკებების საფუძველზე, გაბუნიას თქმით, საქართველო 150 ათას დოზა ვაქცინას მიიღებს.
გაიგეთ მეტი:
- COVID-19-ის ვაქცინაციის ხელშესაწყობად საქართველოს და 5 ქვეყანას ევროკავშირი 40 მლნ ევროს გამოუყოფს
- ტიკარაძის თქმით, საქართველო ვაქცინის დამატებით 150 ათას დოზას მიიღებს
- ჯანდაცვის სამინისტრო: ვაქცინაციისთვის 50000 შპრიცი უკვე საქართველოშია
- ვაქცინის კომერციალიზაციაზე საუბარი არის პოლიტიკური სპეკულირების ნაწილი — გაბუნია
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები