1-ლი მარტიდან დამატებით რამდენიმე ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოსვლას PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეძლებს. ამ ქვეყნების ჩამონათვალში შედის: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი და ბელარუსი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა.

"საკოორდინაციო საბჭოზე ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება ქვეყანაში ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემდგომ შემსუბუქებაზე, კერძოდ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ PCR ტესტის ნეგატიური პასუხით 1-ლი მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი", — განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა სხვა რამდენიმე შეზღუდვის შემსუბუქებაც დააანონსა. 25 თებერვლიდან იხსნება სასტუმორები სამთო კურორტებზე. ასევე, სასწავლო პროცესი აუდიტორიებში 15 მარტიდან აღდგება. რესტორნები კი შიდა სივრცეების ამუშავებას 8 მარტიდან შეძლებენ. ამასთან, ძალაში რჩება კომენდანტის საათი.

გაიგეთ მეტი: