ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აუდიო ბიბლიოთეკა Spotify ბაზარს აფართოებდა და მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში გახდებოდა ხელმისაწვდომი. ამ ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოც იყო, კომპანიის ბლოგში კი ვკითხულობდით, რომ სტრიმინგ სერვისი, ამ ქვეყნებში, უახლოეს დღეებში გახდებოდა ხელმისაწვდომი.

უკვე დღეს, Spotify-ზე დარეგისტრირება საქართველოდანაც შეგიძლიათ. როგორც ყველგან, აპლიკაციის გამოყენება საქართველოშიც ფასიანია. მისი პრემიუმ პაკეტი თვეში 4.99 დოლარი ღირს. ამ ეტაპზე, საქართველოში მხოლოდ პრემიუმ პაკეტით სარგებლობა შეგვიძლია. ისეთი პოპულარული პაკეტები, როგორიცაა სტუდენტური თუ საოჯახო, ჯერჯერობით, საქართველოდან ხელმისაწვდომი არ არის.