მაღალ სიმაღლეზე ფრენის ტესტის შემდეგ, Starship-ის პროტოტიპი ტეხასში წარმატებით დაეშვა, თუმცა ხმელეთზე დაჯდომიდან რამდენიმე წუთში აფეთქდა. ადრეული სატესტო რაკეტა SN10 ილონ მასკის მრავალჯერადი გამოყენების სარაკეტო სისტემის შექმნის კამპანიის ნაწილი იყო.

აღსანიშნავია, რომ თავიდან პროტოტიპის აფრენა გადაიდო, თუმცა ადგილობრივი დროით, 6:14-ზე აფრინდა და Spaxe X-ის აეროდრომიდან 9,6 კილომეტრის სიმაღლეზე აფრინდა. SN8-ისგან და SN9-ისგან განსხვავებით, SN10-მა დაშვება წარმატებით მოახერხა და ჰაერშივე არ აფეთქებულა.

სატესტო გაშვების მთავარი მიზანი, რაკეტის აეროდინამიკური სისტემის შემოწმება იყო, რომელიც რაკეტას დაშვების საშუალებას აძლევს. მაქსიმალური სიმაღლის მიღწევის შემდეგ, რაკეტის რაპტორ ძრავები ნელ-ნელა გაითიშა და პროტოტიპი ხმელეთისკენ დაეშვა, ბოლო მომენტებში კი ვერტიკალურ პოზიციაში ჩადგა და დაჯდომისთვის მოემზადა. მანევრი შთამბეჭდავად გამოიყურებოდა.

აფეთქების მიუხედავად, SN10-მა მიზანი შეასრულა. ის ჯერ მხოლოდ ადრეული პროტოტიპია, რომლის მიზანიც ასტრონავტებისა და 100 ტონამდე ტვირთის ორბიტაზე გაგზავნაა. წარმატების შემთხვევაში, რაკეტამ ასტრონავტები ჯერ მთვარეზე და შემდგომ მარსზეც შეიძლება გადაიყვანოს.