ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, Unicef-მა უკვე მიიღო დასტური კომპანიისგან და AstraZeneca-ს პირველი ნაწილი ჩამოვა მარტის ბოლომდე.

"გვაქვს გარკვეული სიახლეები AstraZeneca-ს ვაქცინის მოწოდებასთან დაკავშირებით, Unicef-მა უკვე მიიღო დასტური კომპანიისგან, პირველი დოზების მოწოდებაზე, ანუ ის ნაწილი ალოკაციის, რომელიც ჩვენთვის არის განკუთვნილი 129 600 დოზა, რაც მაისის ბოლომდე უნდა მივიღოთ, პირველი ნაწილი ჩამოვა მარტის ბოლომდე და ესეც მოსალოდნელია, რომ 22 მარტის კვირაში მივა იუნისეფთან და ამის შემდეგ გამოიგზავნება საქართველოში ამსტერდამის განაწილების ცენტრისგან", — განაცხადა გაბუნიამ.

საქართველოში Covid-19-ზე ვაქცინა, ჯერჯერობით, არ შემოსულა. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ თებერვლის ბოლოს საქართველო 29 250 დოზა Pfizer-ის ვაქცინას მიიღებდა, რომელიც 14 500-მდე სამედიცინო პერსონალზე იქნებოდა გათვლილი.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობდა, რომ COVAX პლატფორმის ფარგლებში, დაახლოებით, მარტის დასაწყისში AstraZeneca-ს 315 000 დოზა შემოვიდოდა. ხოლო AstraZeneca-სთან პირდაპირი მოლაპარაკებების საფუძველზე, გაბუნიას თქმით, საქართველო 150 ათას დოზა ვაქცინას მიიღებდა.

გაიგეთ მეტი: