კვიპროსში სიმღერის გამო დაწყებული აქცია სინოდის მოთხოვნით გრძელდება
ჯვრებით, ხატებითა და ტრანსპარანტებით შეიკრიბა კვიპროსში მცხოვრები ადამიანების ნაწილი დედაქალაქ ნიქოზიაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან.
"ქრისტე ხსნაა, ეშმაკი — წარწყმენდა" — წერია დემონსტრანტების ტრანსპარანტებზე. "ეშმაკი", ამ შემთხვევაში, ქვეყნის სახელით ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე მონაწილე მომღერლის, ელენა ცაგრინუს, სიმღერას აღნიშნავს, რომელსაც სწორედ El Diablo (ესპ. "ეშმაკი") ჰქვია.
პროტესტის მიზეზი სიმღერაა, მიზანი კი — მისი მოხსნა მუსიკალური კონკურსიდან. ყველაფერი ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ დაიწყო, როცა სიმღერის გამოსვლიდან რამდენიმე საათში ინტერნეტმომხმარებლებმა კვიპროსში პეტიცია შექმნეს, ულტრამემარჯვენე პარტიებმა კი ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელმაც სიმღერა შეარჩია, მისი კონკურსიდან მოხსნისკენ მოუწოდეს.
მაშინ პოლიციამ მაუწყებლის შენობების დაცვა გააძლიერა, რადგან ინტერნეტსივრცეში მისი დაწვის მუქარები გაჩნდა. ამჯერად, შენობასთან ოჯახებით შეკრებილი პროტესტანტები ირწმუნებიან, რომ სიმღერა "სატანის თაყვანისცემისკენ მოწოდებაა" და მისი კვიპროსის სახელით მონაწილეობა "ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის" ინტერესებს ლახავს.
ინტერესების შემლახავად აქციის მონაწილეები სიმღერის ტექსტს მოიაზრებენ: "I gave my heart to el diablo" ("ჩემი გული ეშმაკს ვუბოძე").
პროტესტს გამოეხმაურა კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიაც. ქვეყნის წმინდა სინოდის განცხადებით, სიმღერა "არსებითად ეშმაკისადმი ადამიანის მორჩილების დამღუპველ იდეას ასხამს ხოტბას". ეკლესიამ ასევე მოუწოდა საზოგადოებრივ მაუწყებელს, მოხსნან კომპოზიცია კონკურსიდან და მის ნაცვლად ქვეყნის "ისტორიის, კულტურის, ტრადიციებისა და ღირებულების" გამომხატველი სიმღერა გაგზავნონ როტერდამში დაგეგმილ მუსიკალურ შეჯიბრებაზე.
აღსანიშნავია, რომ პროტესტმა რამდენიმე შემთხვევაში რადიკალური სახეც მიიღო. გასულ კვირას კვიპროსის პოლიციამ დააკავა ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში შეიჭრა და "ქრისტიანობისათვის მკრეხელური სიმღერის" ევროვიზიაზე მონაწილეობა მუქარით გააპროტესტა.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავჯდომარემ, ანდრეას ფრანგოსმა განმარტა, რომ ისინი სიმღერის შეცვლას არ აპირებენ. თუმცა, ეცდებიან, მისი "მესიჯი" და შინაარსი უფრო ნათელი გახდეს ყველასთვის.
შინაარსი, სიმღერის ავტორების და მაუწყებლის თქმით, ტოქსიკურ ურთიერთობაში მყოფ ქალსა და მის წარუმატებელ მცდელობაზეა, თავი დაიძვრინოს სტოკჰოლმის სინდრომისა და პარანოიისგან.
საკუთარი სიმღერის მნიშვნელობის ახსნა უწევს მომღერალსაც.
"სიმღერას ძალიან ძლიერი მესიჯი აქვს, რომელიც ძალადობის ნებისმიერ ფორმას, მათ შორის El Diablo-ში ნახსენებს, ეწინააღმდეგება", — ამბობს ელენა ცაგრინუ, რომელიც მისივე თქმით, თავს ქრისტიანად მოიაზრებს, — "მაშინ, როდესაც #MeToo კამპანია განსაკუთრებით აქტუალურია, ვფიქრობ, სიმღერის მესიჯი მეტად რელევანტური იქნება არა მხოლოდ კვიპროსში, არამედ მთელ ევროპასა და მსოფლიოში".
მასობრივ განხილვას ქვეყნის ხელისუფლებაც გამოეხმაურა. პრეზიდენტის პრესსპიკერის, ვიქტორას პაპადოპულოსის თქმით, "მთავრობა სრულიად აღიარებს შემოქმედებით, ინტელექტუალურ და ხელოვნების გამოხატვის თავისუფლებას, რომლის არასწორი ინტერპრეტაციით შეზღუდვა მიზანშეუწონელია".
იგივე აზრზეა ცაგრინუც, რომლის სიმღერაც, სამშობლოში მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ევროვიზიის ფანების აპლიკაციის რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს.
"მუსიკა გვაერთიანებს და გვაძლიერებს. მოდით, ამაზე და ჩვენ გარშემო არსებულ მნიშვნელოვან პრობლემებზე ვკონცენტრირდეთ და არასწორი ინტერპრეტაციები და ბნელი აზრები დავივიწყოთ", — დასძენს მომღერალი.
ფოტო: EBU
რიგით 65-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსი წელს 18, 20 და 22 მაისს გაიმართება როტერდამში.
ყოველწლიურ მასშტაბურ მუსიკალურ შეჯიბრებაში, რომელსაც 180 მილიონი მაყურებელი ადევნებს თვალს, წელს 40 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. მათ შორისაა საქართველოც. ჩვენს ქვეყანას კონკურსზე თორნიკე ყიფიანი წარადგენს, საკუთარი სიმღერით You.
სიმღერისა და მასზე შექმნილი ვიდეოკლიპის პრემიერა მარტის შუა რიცხვებშია დაგეგმილი.
-
გადახედვასუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა სუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
-
-
გადახედვაბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს ბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს
-
გადახედვაGeorgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს Georgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
კომენტარები