ჭყონდიდის ეპარქიაში მეორე სართულიდან 10-მდე ადამიანი გადავარდა. არიან დაშავებულები.

როგორც გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები და ოპერატორები მეორე სართულის აივანზე იყვნენ. ვიდეოში ისმის ხმაური და კარის გაღების მოწოდება, ჩანს, რომ კარი იხსნება და აივანზე მყოფ ადამიანებს ხელს კრავენ, რის შემდეგაც მოაჯირი იმსხვრევა და ისინი ძირს ვარდებიან.

ჟურნალისტების ინფორმაციით, რამდენიმე პირს მოტეხილობა აქვს.

ჭყონდიდის ეპარქიაში დღის განმავლობაში ხმაური იყო და საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. მრევლი და სასულიერო პირების ნაწილი აპროტესტებდა ჭყონდიდისა და მარტვილის მიტროპოლიტი სტეფანეს გადაწყვეტილებას 2 სასულიერო პირისთვის მღვდელმსახურების შეჩერების შესახებ.