დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ეპიდსიტუაციას არსებულ ჩარჩოებში შევინარჩუნებთ, კომენდანტის მოხსნის საკითხიც დადგება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ისაუბრა.

"დღევანდელ სხდომაზე იყო საუბარი ამ საკითხზე და მოგეხსენებათ, ერთდროულად ამდენი შემსუბუქება არ არის სასურველი. გარკვეულად, თიოთოეული შემსუბუქების შემდეგ უნდა დავაკვირდეთ ერთ-ორი კვირა და მის შემდეგ მივიღოთ შემდეგი შემსუბუქების გადაწყვეტილება. ამ ეტაპზე, დღეს არ ჩაითვალა ეს, მაგრამ თუ ჩვენ ამ ჩარჩოებში ეპიდსიტუაციას შევინარჩუნებთ, ეს საკითხიც დადგება", — თქვა მან.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 თებერვლიდან შეზღუდვები შემსუბუქება დაიწყო. გადაწყვეტილებები პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილიმა 24 თებერვალს, პრემიერად მოსვლის შემდეგ პირველ საკოორდინაციო სხდომაზე გამოაცხადა. შეზღუდვების ნაწილის შემსუბუქების მიუხედავად, ე.წ. კომენდანტის საათი კვლავ ძალაში დარჩა.