მოლაპარაკე ცხოველები, სუპერგმირები და გაცოცხლებული სათამაშოები — მსგავსი დეტალები ანიმაციური ფილმებისთვის უცხო არაა. ანიმაციის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ჯადოსნური და საინტერესო სამყაროების შექმნაა, ამიტომ მისგან რეალური ცხოვრების ზედმიწევნით გადმოცემას არავინ ელის. მიუხედავად ამისა, Pixar გულშემატკივრებს გონებამახვილური დეტალებით ხშირად ანებრივრებს და ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულ სცენებში მეცნიერებას, კულტურულ თავისებურებებსა და ისტორიულ კონტექსტს ითვალისწინებს.

გთავაზობთ 10 შემთხვევას, როდესაც Pixar-ის ანიმაციების დეტალების სიზუსტემ ყველა მნახველი გააოცა:

1. ანიმაციურ ფილმში Up დაგი ერთადერთი ძაღლია, რომელსაც ტროპიკული ჩიტის პოვნა შეუძლია. ამის მიზეზი კი ისაა, რომ სხვა ძაღლებისგან განსხვავებით, დაგი მონადირეთა ჯიშის წარმომადგენელია.

ფოტო: Pixar

2. Soul-ში პირველი სულის ნომერი 108 210 121 415-ია. ამის მიზეზი ისაა, რომ მოსახლეობის აღწერის ბიუროს (Prb) მიხედვით, დედამიწაზე 108 მილიარდზე მეტ ადამიანს უცოცხლია.

ფოტო: Pixar

3. ფილმში Inside Out იაპონიისთვის განსხვავებული პიცაა შექმნილი. შემქმნელებმა ბროკოლი ბულგარული წიწაკით ჩაანაცვლეს, რადგან იაპონელ ბავშვებს სწორედ ეს უკანასკნელი არ უყვართ.

ფოტო: Pixar

4. Toy Story 2-ში იაპონურ მუზეუმთან საუბარში ელი ამბობს: Don't Touch My Mustache (არ შეეხო ჩემს ულვაშს). მას სინამდვილეში მადლობის საპასუხოდ უნდოდა ეთქვა "არაფრის", რაც იაპონურად Dōitashimashite-დ წარმოითქმის.

ფოტო: Pixar

5. ფილმში A Bug's Life კალიათა ლიდერი ჭიანჭველათა პრინცესას ულვაშებით ეხება და ეუბნება, რომ მას დედოფლის სუნი არ აქვს. სინამდვილეშიც მწერები სუნს სწორედ ასე აღიქვამენ, რადგან ცხვირები არ აქვთ.

ფოტო: Pixar

6. The Incredibles-ში დეში მძღოლის გვერდით ზის. ამის მიზეზი ისაა, რომ ანიმაციის სიუჟეტი 60-იან წლებში ვითარდება, რეგულაცია, რომელიც ბავშვის წინა სავარძელზე ჯდომას აკრძალავდა კი მხოლოდ 80-იან წლებში შემოვიდა.

ფოტო: Pixar

7. Ratatouille-ში ლინგვინი კერძისთვის პრასს ჭრის, ამიტომ დაფაზე მწვანე ლაქებს შენიშნავთ.

ფოტო: Pixar

8. ჭექა-ქუხილის სცენაში, ქოლგაზე მეხის დაცემა Wall-E-ის დატენვას იწვევს.

ფოტო: Pixar

9. Inside Out-ში რაილის სხვებისგან განსხვავებული ჰოკეის ფორმა აცვია. ბორდოსფერი და ოქროსფერი მინესოტას უნივერსიტეტის სპორტული გუნდების ფერებია, რაილის ოჯახი კი სწორედ მინესოტადან ჩამოვიდა.

ფოტო: Pixar

10. Toy Story 3-ის პერსონაჟებს, კენსა და ბარბის, რეალური თოჯინების დიზაინი აქვთ. აღნიშნული დიზაინით კენის თოჯინა 1988 წელს გამოვიდა, ბარბის — 1983 წელს.

ფოტო: Pixar

ამავე თემაზე: