პოლიტიკოსი და პარტია თავისუფალი საქართველოს ყოფილი თანათავმჯდომარე, გოგი წულაია ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს.

დამატებით დეტალებზე უწყება, ჯერჯერობით, არ საუბრობს.

განახლება: შსს-მ განაცხადა, რომ წულაია ნაცნობ ქალზე ფიზიკური ძალადობის გამო დააკავეს.