"შეიძლება მომლაპარაკებლებმა შეძლეს პოზიციების დაახლოება" — "ოცნება" და ოპიზიცია დანიელსონს ერთად შეხვდება
რამდენიმე წუთში დაიწყება ერთობლივი შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან, რომელში მონაწილეობას მიიღებს როგორც მმართველი პარტია, ისე ოპოზიცია.
ეს არის პირველი ერთობლივი შეხვედრა მხარეებს შორის მას შემდეგ, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი მოლაპარაკების მედიაციისთვის საქართველოში ჩამოვიდა.
ამ წუთებში პარტიების ლიდერები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იკრიბებიან. პარტია გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს უჭირს თქმა, რა ფორმატში წარიმართება შეხვედრა, თუმცა ვარაუდობს, რომ შესაძლოა, მომლაპარაკებლებმა შეძლეს მხარეთა პოზიციების დაახლოება.
"თავისთავად ის ფაქტი, რომ მომლაპარაკებლებმა გადაწყვიტეს ერთად დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან ოპოზიცია და ქართული ოცნება, შეიძლება გულისხმობდეს იმას, რომ მათ შეძლეს პოზიციების დაახლოება. ეს შეიძლება იყოს ოპტიმიზმის საფუძველი. ოღონდ, კიდევ ერთხელ გეუბნებით — შეიძლება. ეს არ არის ნამდვილად ასე, მაგრამ, შეიძლება ეს ამის ნიშანი იყოს [...]
არცერთ მხარეს არ აქვს სრული ინფორმაცია, აქვს მხოლოდ და მხოლოდ მომლაპარაკებლებს. მე გამიჭირდება კომენტარის გაკეთება იმაზე, როგორი შეხვედრა იქნება და რა ფორმატი იქნება. ვიცი, რომ იქნებიან "ოცნების" წარმომადგენლებიც. ერთადერთი რაც ვიცი, არის ეგ", — განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ ოფისში შესვლამდე.
კრისტიან დანიელსონი უკვე მეექვსე დღეა მართავს შეხვედრებს როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის ლიდერებთან. იგი, ასევე, შეხვდა პრეზიდენტს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
14 მარტი იყო დანიელსონის ვიზიტის ბოლო დღე საქართველოში, თუმცა, პარტიებთან შეხვედრების შემდეგ, მან განაცხადა, რომ გამგზავრება ერთი დღით გადადო. მისი თქმით, იმედოვნებდა, რომ მხარეები მიაღწევდნენ შეთანხმებას, თუმცა რადგან ეს ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, რჩება საქართველოში.
15 მარტს დანიელსონი კიდევ ერთხელ შეხვდა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. შეხვედრის შემდეგ მათ განაცხადეს, რომ დანიელსონი საქართველოში დარჩება იქამდე, სანამ შეთანხმებას არ მიაღწევენ.
თითქმის ორდღიანი შეჩერების შემდეგ, დანიელსონმა პარტიებთან შეხვედრები განაახლა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღეს იგი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას ერთად ხვდება.
გაიგეთ მეტი:
- "პარტიიდან ფაქტობრივად წამოსული ვარ" — ბაქრაძე დანიელსონთან დღევანდელ შეხვედრას არ დაესწრება
- განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია მმართველ პარტიას, რომ იპოვოს გამოსავალი — ბორელი
- წარმატების იმედი ნამდვილად მაქვს — სარჯველაძე მოლაპარაკებებზე
- რადიკალურად განსხვავებული პოზიციების გამო დისკუსიები რთულია — კობახიძე
- რა გავაფუჭეთ ოპოზიციამ ერთ დღეში, რომ მივიღეთ გაუარესებული წინადადება? — მეგრელიშვილი
- 14 მარტს ბატონმა დანიელსონმა გვითხრა, რომ მეორე დილით ქვეყანას ტოვებდა — კობახიძე
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები