ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მკვლელია.

"ის ფასს გადაიხდის", — ასე უპასუხა ბაიდენმა ABC News-ის ჟურნალისტის კითხვას, თუ რა შესაძლო შედეგი შეიძლება ჰქონოდა აშშ-ის არჩევნებში პუტინის შესაძლო ჩარევის საკითხს.

"მე მას ძალიან კარგად ვიცნობ. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც საერთაშორისო ლიდერებთან ურთიერთობაში მეხმარება, ჩემი გამოცდილებაა... მე უბრალოდ ვიცნობ მას", — თქვა ბაიდენმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა ჯო ბაიდენი, რომ პუტინი მკვლელია, ის პასუხობს — "დიახ".