დემი ლოვატოს თქმით, მასზე სექსუალურად ორჯერ იძალადეს, ერთხელ — ზედოზირებისას
დემი ლოვატო მასზე გადაღებულ დოკუმენტურ სერიალში — Dancing with the Devil (ცეკვა დემონთან) — ტრავმულ გამოცდილებაზე ალაპარაკდა და აღნიშნა, რომ ნარკოტიკების ზედოზირებისას დილერმა მასზე სექსუალურად იძალადა.
"როდესაც მიპოვეს შიშველი და გალურჯებული ვიყავი. სასიკვდილოდ გამწირეს და ჩემი მდგომარეობით ისარგებლეს. კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, როცა გავიღვიძე, მკითხეს სექსი ჩემივე სურვილით მქონდა თუ — არა. წამიერი კადრი მახსოვს, რომელშიც ის ზემოდან მაწევს, ამიტომ კლინიკაშიც ვთქვი, რომ ეს ჩემი სურვილიც იყო. მხოლოდ თვეების შემდეგ გავაანალიზე, რომ ზედოზირებისას გადაწყვეტილების მიღების უნარი არც კი მქონდა", — ამბობს ლოვატო.
მომღერლის თქმით, ის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ამ შემთხვევამდეც იყო.
"თინეიჯერობისასაც მსგავსი გამოცდილება მქონდა, ქალიშვილობა გაუპატიურების შედეგად დავკარგე. იმ დროს დისნეისთან ვთანამშრომლობდი და ყველა დაუფარავად ამბობდა, რომ განსაკუთრებულ მომენტს ელოდნენ, ჩემი პირველი სექსი კი რომანტიკული სულაც არ იყო. მოძალადეს გადაღებებზე მუდმივად ვხედავდი და ამიS გამო ჭამაც კი შევწყვიტე, გამკლავების გზების ძიება დავიწყე. მას არც როლი დაუკარგავს, არც პრობლემა შეჰქმნია. ვერასდროს შევძელი თქმა, ახლა კი საუბარი გადავწყვიტე", — აღნიშნავს მომღერალი.
ლოვატომ ისიც აღნიშნა, რომ სიტუაციაზე კონტროლის აღება მოძალადეებთან დაკავშირებით სცადა: "ერთი თვის შემდეგ დავურეკე, მინდოდა ამ შემთხვევაზე კონტროლი ამეღო და ამით უკეთ მეგრძნო თავი, მაგრამ ეს უარესი აღმოჩნდა. ორივე ტრავმა იმდენად მძაფრი იყო, რომ განსაკურნებლად წლები დამიჭირდა".
Demi Lovato: Dancing with the Devil-ის პრემიერა 23 მარტს, იუთუბზე შედგება.
ამერიკელი მომღერალი დემი ლოვატო ჰოლივუდში მდებარე საკუთარი სახლიდან ლოს-ანჯელესის საავადმყოფოში 2018 წლის ივლისის ღამეს გადაიყვანეს. მისი ჰოსპიტალიზირების მიზეზი ჰეროინის გადაჭარბებული დოზა იყო.
ახალ ფილმში დემი ლოვატო ზედოზირებაზე, გულის შეტევაზე და ტვინის დაზიანებაზე საუბრობს
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
კომენტარები