ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ანაფილაქსიური შემთხვევები ქვეყანაში ყოველწლიურად ფიქსირდება. გაბუნიას თქმით, ეს აქამდე კორონავირუსის ვაქცინას არ უკავშირდებოდა.

"ბუნებრივია ანაფილაქსიური შემთხვევები აქამდე არ უკავშირდებოდა კორონავირუსის ვაქცინას. იყო, დაახლოებით, 40-60 შემთხვევა. სტატისტიკაში აღწერილია, გარდაცვალების შემთხვევებშიც არის დაფიქსირებული. გასულ წელს ანაფილაქსიით ორი გარდაცვალების შემთხვევა არის აღრიცხული. ძალიან სამწუხაროა ის, რომ ეს გარდაცვალება წლევანდელი დაემთხვა კორონავირუსის ვაქცინაციას და დაემთხვა მაშინ, როცა ჩვენ ახლა ვიწყებთ ვაქცინაციის პროცესს და ჩვენ გვესმის კიდევ მეტ შიშის, ბევრ კითხვის ნიშანს და უნდობლობას მოსახლეობისთვის. ამიტომ, მაქსიმალურად შევეცდებით, რომ სრული და ზუსტი ინფორმაცია მიიღო სთითოეულმა მოქალაქემ, როგორც ჩვენმა კოლეგებმა, ასევე, სხვა მოქალაქეებმა, იმისთვის, რომ მათ დაიბრუნონ რწმენა ვაქცინაციის სარგებელთან და მოსალოდნელ სიკეთესთან დაკავშირებით", — განაცხადა გაბუნიამ.