დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აბობს, რომ AstraZeneca-ზე ალერგიული რეაქციის კიდევ ერთი შემთხვევა იყო, რომელიც ახალგაზრდა ადამიანს გამოუვლინდა და ის ახლა თავს კარგად გრძნობს. გამყრელიძე განმარტავს, რომ ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა ეს ანაფილაქსიური შოკი. მისი თქმით, ამ საკითხს ვაქცინაციაზე გვერდითი მოვლენები კომიტეტი სწავლობს და კომუნიკაცია NCDC-სთანაც იყო.

"ერთ-ერთ საავადმყოფოში არის ეს ახალგაზრდა ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა, მაგრამ იქ კლინიკამ დაწერა ანაფილაქსიური შოკი, მაგრამ იმ მონაცემებით, ჯერჯერობით, საბოლოო გადაწყვეტილება... ანუ ეს უნდა მიიღოს ვაქცინაციაზე გვერდითი მოქმედების კომიტეტმა, იყო თუ არა იქ ანაფილაქსია. იქ იყო, გიდასტურებთ, მწვავე ალერგიული რეაქცია და ანაფილაქსია მიეკუთვნება მწვავე ალერგიული რეაქციების რიგს, მაგრამ იყო თუ არა შოკი, ეს დასადასტურებელია. ის ახლა კარგად არის", — აცხადებს გამყრელიძე.