"ფარული კადრების გავრცელების მსხვერპლთა უმრავლესობა პოლიტიკურად აქტიური ქალია" — DRI დოლიძის საქმეზე
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში (DRI) აცხადებენ, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად ფარული თვალთვალის გამოყენება სცდება სამართლებრივი სახელმწიფოს მართვის დემოკრატიულ პრაქტიკას. ასე ეხმაურება ორგანიზაცია მთავარი არხის ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც, სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს იწერდნენ, მათ შორის მოძრაობა ხალხის ლიდერს, ანა დოლიძეს.
DRI-ში ამ სწორედ ამ საქმის გენდერულ მხარეზე აკეთებენ აქცენტს და აცხადებენ, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელებისა, ან გავრცელების მუქარის მსხვერპლები, ხშირად, ქალები არიან.
"არსებული გენდერული სტერეოტიპების გამო, ქალები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ასეთი საფრთხის წინაშე. გასული წლების განმავლობაში არაერთი პირი გახდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ან გავრცელების მუქარის მსხვერპლი, თუმცა ამ დრომდე ჩანაწერების სავარაუდო გამავრცელებლები არ არიან იდენტიფიცირებულები და საზოგადოებას არ მიეწოდება სრულყოფილი ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. საგულისხმოა, რომ სავარაუდო მსხვერპლთა უმრავლესობა პოლიტიკურად აქტიური ქალები იყვნენ", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
DRI-ში მიესალმებიან შინაგან საქმეთა უკვე ყოფილი მინისტრის, კახაბერი საბანაძის თანამდებობიდან გადადგომას. ორგანიზაცია მოუწოდებს პროკურატურას, დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს აღნიშნული შემთხვევა და მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საზოგადოებას მიეწოდოს სრული ინფორმაცია გამოძების მიმდინარეობის შესახებ; ასევე, პარლამენტს — დაიბარონ შინაგან საქმეთა მინისტრი იმ კითხვებზე პასუხების გასაცემად, რამ ამ ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ გაჩნდა მისი მისამართით.
DRI-ში აცხადებენ, რომ სანამ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება ან გავრცელების მუქარა რჩება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ ხერხად, შეუძლებელია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება დაცულად ჩაითვალოს.
21 მარტს მთავარ არხთან ინტერვიუში, სავარაუდოდ სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს იწერდნენ, მათ შორის მოძრაობა ხალხის ლიდერს, ანა დოლიძეს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ინტერვიუ 2019 წელს არის ჩაწერილი და რესპონდენტი უკვე დაკავებულია. მათი თქმით, ინტერვიუ ახლა, მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც TV პირველმა შს მინისტრის მოადგილის, კახაბერ საბანაძის ფარული ჩანაწერები გაასაჯაროვა. ამ სიუჟეტშიც იგივე პირი, ივანე გულაშვილი ფიგურირებდა. გულაშვილი აცხადებს, რომ ის დავალებებს მხოლოდ შს მინისტრის მოადგილისგან, კახაბერ საბანაძისგან იღებდა.
კახაბერ საბანაძის ფარული ჩანაწერები TV პირველის ეთერში 20 მარტს გავიდა. არხის ინფორმაციით, წყარომ მიაწოდა ჩანაწერები, რომლითაც 2019 წლის 20 ივნისის აქციის ხელშეშლა და ტექნიკის დაზიანება საბანაძის დავალებით ხდებოდა. გარდა ამისა, ტელეკომპანიამ გაავრცელა საბანაძის სამუშაო კაბინეტში გადაღებული ფოტო, რომელიც მათი მტკიცებით ფარული სათვალთვალო კამერითაა გადაღებული.
კახაბერ საბანაძემ თანამდებობა 23 მარტს დატოვა. მისი განცხადებით, უნდა ჩატარდეს სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომელიც სიმართლეს დაადგენს.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბოლო დღეებში ფარული მიყურადებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებზე პროკურატურაში გამოძიება დაიწყეს.
გამოძიება დაიწყო ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მეოთხე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
გაიგეთ მეტი:
- ქალთა მოძრაობა ანა დოლიძეს მხარდაჭერას უცხადებს და უწყებებს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს
- ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებისთვის ანა დოლიძემ პროკურატურას მიმართა
- საია პირადი ცხოვრების უკანონო ხელყოფას გმობს და ანა დოლიძეს მხარდაჭერას უცხადებს
- ომბუდსმენი აცხადებს, რომ დოლიძის შესაძლო ჩაწერაზე გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს
- დოლიძე მოითხოვს, მასზე შესაძლო მიყურადებისა და ჩაწერის საქმეზე გამოძიება დაიწყოს
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები