პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მსახიობ კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მისივე თქმით, კავსაძემ კორონავირუსი წარმატებით დაამარცხა და ექიმის შეფასებით ეს ქრონიკულ პათოლოგიას უკავშირდება.

"ბატონი კახი, დაახლოებით, ერთი თვეა რაც ჩვენს კლინიკაში მკურნალობს. წინა პერიოდში, 2-3 თვის წინ მას ჰქონდა კოვიდინფექცია, რომელიც წარმატებით დაამარცხა და მის გარეშე გაეწერა ჩვენი კლინიკიდან. მაგრამ, ბატონ კახის რამდენიმე ქრონიკული პათოლოგია აქვს, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ გაუმწვავდა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით ჩვენს კლინიკაში მოხვდა. ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მხნედ არის და ვაგრძელებთ მასთან ერთად მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლას", — განაცხადა რატიანმა ღამის კურიერში.

მსახიობი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან 14 დეკემბერს გაწერეს. 28 ნოემბერს კი, კახი კავსაძე საავადმყოფოში სუნთქვის უკმარისობით შეიყვანეს.