iPhone-ის კუნძული არსად გაქრება და 2021 წლის სმარტფონებსაც "დაამშვენებს". თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ iPhone 13-ს იმავე ზომის კუნძული ექნება, როგორიც მის წინამორბედს ჰქონდა.

MacRumors-მა ბერძნული კომპანიისგან, iRepair, რომელიც აიფონებს სერვისს უტარებს, მოიპოვა ფოტოები, სადაც ჩანს სამი ზომის პანელი, 5,4 ინჩიანი, 6,1-იანი და 6,7-იანი.

ეს ზომები გასულ წელს გამოსულ iPhone 12-ს ემთხვევა, მაგრამ კუნძულის ზომა იმაზე პატარაა ვიდრე ოდესმე გვინახავს.

გარდა კუნძულის ზომის შემცირებისა, ფოტოდან ვიგებთ, რომ დინამიკმა ჩარჩოს ზედა ნაწილში გადაინაცვლა.