თბილისის მერის, კახა კალაძის განმარტებით, საჯაროდ აქტიურად ჯანმრთელობის პრობლემების გამო არ ჩანს. მისი თქმით, ის სამედიცინო გამოკვლევებზე იმყოფება. ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქზე დაპოსტა.

"უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად. თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტიბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში", — წერს კალაძე.

კალაძის განცხადებით, მკურნალობას აგრძელებს და დისტანციურად მუშაობს.