თბილისის მერიის განცხადებით, კახა კალაძეს დამატებითი სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა და საბოლოო დიაგნოზი იშემიური გენეზის კოხლეო-ვესტიბულური დისფუნქცია დაუდგინდა. მერიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ კალაძე თავს უკეთ გრძნობს.

"აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრის ნეიროოტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ეკატერინე ხარხელის მიერ მას დაუდგინდა საბოლოო დიაგნოზი იშემიური გენეზის კოხლეო-ვესტიბულური დისფუნქცია. დედაქალაქის მერი თავს უკეთ გრძნობს, მკურნალობის დინამიკა დადებითია. კახა კალაძე აგრძელებს მკურნალობას კლინიკაში, მუშაობს დისტანციურად და მალე დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს", — აცხადებენ მერიაში.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ 26 მარტს განმარტა, რომ საჯაროდ აქტიურად ჯანმრთელობის პრობლემების გამო არ ჩანს.