ყველაფერს სჭირდება რეგულაცია, კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული ვინ არის ჟურნალისტი — კახიშვილი
ქართული ოცნების დეპუტატის, კახა კახიშვილის განცხადებით, ყველაფერს სჭირდება რეგულაცია და დღევანდელი კანონმდებლობით არაა განსაზღვრული, თუ ვინაა ჟურნალისტი.
"ყველაფერს სჭირდება რეგულაცია, ჩვენ ბოლო პერიოდში ისეთ მდგომარეობაში ვართ, როდესაც ფაქტობრივად ქმედითი მექანიზმები პასუხის გაცემის არ არის. დღეს საქართველოს კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული ვინ არის ჟურნალისტი. ტერმინი ჟურნალისტი და გრადაცია ვინ არის ჟურნალისტი არ არის. ჟურნალისტი არის ადამიანი, რომელიც მედიაში მუშაობს, ელექტრონულ სივრცეში მუშაობს, თუ ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ჟურნალისტია და 3 სტატუსს დაწერს. ისე, სხვათაშორის, მეც პალიტრაზე 2 წელი გადაცემა მიმყავდა, რაღაც სტატუსებს მეც ვდებდი, ბლოგიც მიმყავდა კვირის პალიტრაში, შესაბამისად, შეიძლება, ჩავთვალოთ, რომ მეც ჟურნალისტი ვარ", — განაცხადა კახიშვილმა.
პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ჟურნალისტი არის პირი, რომელიც აგროვებს, ქმნის, არედაქტირებს ან ამზადებს მასალებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოსაქვეყნებლად და აქვს სათანადო რწმუნება, ან არის ჟურნალისტთა რეგისტრირებული კავშირის წევრი. ჟურნალისტი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩამოყალიბებული პრინციპებით.
კანონმდებლობის მიხედვით, ჟურნალისტს უფლება აქვს:
ა) მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია;
ბ) თავისი მოვალეობის შესრულებისას შევიდეს ნებისმიერ დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, შეხვდეს თანამდებობის პირებს;
გ) ჩაიწეროს მასალა ნებისმიერი საშუალებით (მათ შორის აუდიო-ვიზუალური ტექნიკის გამოყენებით, კინო და ფოტო გადაღებით), კანონით აკრძალული შემთხვევების გარდა;
დ) დაესწროს და აქტიურად გააშუქოს მასობრივი ღონისძიებები: საზოგადოებრივი თავყრილობები, მიტინგები, დემონსტრაციები, დაუბრკოლებლად ჩავიდეს სტიქიური უბედურების რაიონებში და ა.შ.
ე) მიმართოს სპეციალისტებს შემოსული მასალების შესამოწმებლად;
ვ) მოითხოვოს ავტორობის საიდუმლოს შენახვა;
ზ) არ მოაწეროს ხელი და არ მოამზადოს მასალა, რომელიც მის მრწამსს ეწინააღმდეგება, ანდა სარედაქტორო სწორების დროს დამახინჯდა;
თ) ჟურნალისტს უფლება აქვს ისარგებლოს ნებისმიერი საარქივო მასალით, საიდუმლო და სპეცფონდით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმე ეხება სახელმწიფო საიდუმლოებას ან პიროვნების პირად ცხოვრებას (არქივიდან პირადი ცხოვრების შესახებ მასალის გამოქვეყნება შეიძლება თვით ამ პიროვნების ან მისი ახლობელი ნათესავების ნებართვით);
ი) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს უფლება აქვთ ჟურნალისტი წინასწარ მიავლინონ სახელმწიფო ორგანოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, რომლებიც ვალდებული არიან უზრუნველყონ ჟურნალისტი სამუშაო პირობებით. საგანგებო სიტუაცებში საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია დროებით შეუზღუდოს ჟურნალისტს ამ მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-8 პუნქტებში ჩამოთვლილი უფლებები. ასეთ შემთხვევაში ოფიციალური ხელისუფლება ვალდებულია განუმარტოს ჟურნალისტს ან მის წარმდგენ ორგანოს დროებითი შეზღუდვის მოტივები.
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
კომენტარები