დღეს Starship-ის კიდევ ერთი პროტოტიპი აფეთქდა, თუმცა ილონ მასკი დანებებას არ აპირებს. ნოემბერში SN8 აფეთქდა, მას მოჰყვა SN9-ის კრახი გამოცდისას, SN10 კი პირველი პროტოტიპი იყო, რომელიც აფრენის შემდეგ დედამიწაზე წარმატებით დაეშვა, თუმცა, დაშვებიდან რამდენიმე წუთში ისიც აფეთქდა. დღეს SpaceX-ის მორიგი პროტოტიპი SN11-ის გამოცდა გამოდგა წარუმატებელი, თუმცა, ილონ მასკი ფარ-ხმალს არ ყრის და ახალ ტვიტში ამბობს, რომ SN15-ს რამდენიმე დღეში გამოცდიან და მასში უამრავი კომპონენტია გაუმჯობესებული. (მათ შორის ძრავა, პროგრამული უზრუნველყოფა და ა.შ.)

შეგახსენებთ, რომ SpaceX-ს კოსმოსური ხომალდი StarShip 2024 წლისთვის, ასტრონავტების მთვარეზე გადასაყვანად სჭირდება, შემდგომში კი ხომალში მარსზე გასამგზავრებლად უნდა გამოიყენონ. თუმცა, StarShip-ის პროტოტიპების გამოცდა, ჯერჯერობით, წარუმატებლად მიმდინარეობს.

SN15-ის შემდეგ რიგში SN20-ია. ამ პროტოტიპების გამოცდა და წარმატებულობა კი უამრავ კომპონენტზეა დამოკიდებული, მათ შორის, პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომელსაც ინჟინრები ყოველი გამოცდის შემდეგ აუმჯობესებენ. ეს ერთგვარი სწავლის პროცესია, რომლის საფუძველზეც SpaceX-მა ადამიანების გადასაყვანად უსაფრთხო კოსმოსური ხომალდი უნდა შექმნას და ბუნებრივია, ეს "სწავლა" კომპანიას, პირდაპირი მნიშვნელობით, საკმაოდ ძვირი უჯდება.

ასევე იხილეთ: StarShip უახლესი პროტოტიპი გაშვებიდან მალევე აფეთქდა — ვიდეო