80 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა მუსიკოსი, ფოლკლორისტი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ანზორ ერქომაიშვილი.

ის ვოკალურ ანსამბლ რუსთავს 1968 წლიდან ხელმძღვანელობდა. 2014 წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. ანზორ ერქომაიშვილი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით არის დაჯილდოებული.