SpaceX-ის მეოთხე სრულმასშტაბიანი Starship პროტოტიპი გუშინ, ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე გაუშვეს. აფრენის შემდეგ, დედამიწის ზედაპირიდან 10 კილომეტრის დაშორებით, ხომალდი ხმაურით აფეთქდა და მიწაზე ჩამოვარდა.

ასევე იხილეთ: StarShip უახლესი პროტოტიპი გაშვებიდან მალევე აფეთქდა — ვიდეო

მაყურებლებმა ძლიერი ნისლის გამო აფეთქების დანახვა ვერ შეძლეს, რამაც ბევრი კითხვა გააჩინა იმის შესახებ, თუ რა ზიანი მოჰყვა ამ ამბავს.

აფეთქების შემდეგ, გაშვების ადგილი და მისი მიმდებარე არეალი ხომალდის ნარჩენების წვიმამ მოიცვა. CNBC-ს ჟურნალისტის, მაიკლ შითცის მიხედვით კი, ერთმა მაყურებელმა მისი ერთ-ერთი ნაწილის პოვნაც შეძლო, გაშვების ადგილიდან მთელი 8 კილომეტრის დაშორებით.

NASASpaceflight-ის გუნდის არაოფიციალურ პირდაპირ გადაღებაში დაინახავთ აფეთქების მომენტებს, რომლებსაც რაკეტის დიდი ნაწილებისა და მტვრის წვიმა მოსდევს. ერთ-ერთმა ნაწილმა ახლომდებარე იუკა (მცენარე) გახლიჩა.