საქართველოში პირველად ტრანსი ქალის გენდერი სამართლებრივად აღიარეს
საქართველოში პირველად ტრანსი ქალის მოთხოვნა, რომ გენდერის შესახებ დოკუმენტში ჩანაწერი მამრობითიდან მდედრობითით შეეცვალა, დაკმაყოფილდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი ავრცელებს. WISG-ის იურისტის, ქეთი ბახტაძის ინფორმაციით, ტრანსგენდერ ქალს გაკეთებული ჰქონდა სქესის შეცვლის ოპერაცია, რის შემდეგაც იუსტიციის სახლს მიმართა და დოკუმენტებში მდედრობითი სქესი ჩაუწერეს. ბახტაძის თქმით, ამ კონკრეტული შემთხვევით დადასტურდა პრაქტიკა, რომ იუსტიციის სამინისტრო ტრანსგენდერი ადამიანების გენდერს სამართლებრივად მხოლოდ სქესის შეცვლის ოპერაციის ჩატარების შემდეგ აღიარებს.
"ეს არის პრაქტიკა, რომელსაც არ აქვს საკანონმდებლო საფუძველი და ადმინისტრაციული მექანიზმი ამის არ არსებობს. იუსტიციის სამინისტრო აქამდე აჟღერებდა ზეპირად, რომ ადამიანი თუ ჩაიტარებს ოპერაციას, მის გენდერს სამართლებრივად ვაღიარებთო. ამ კონკრეტულ სიტუაციაში დადასტურდა, უბრალოდ, ეს პრაქტიკა, მაგრამ არსად წერია, რომ ამ შემთხვევაში ნამდვილად შეიცვლება სქესის მარკერი და შეგვეძლო, მხოლოდ ზეპირად წარმოგვედგინა, რასაც სამინისტრო ამბობდა", — ამბობს იურისტი.
ქეთი ბახტაძე აღნიშნავს, რომ ეს არის მახინჯი პრაქტიკა და საჭიროა კანონი, ადმინისტრაციული მექანიზმი, რადგან დოკუმენტებში გენდერის მარკერის შეცვლის პროცედურის ვადებიც კი არ არის კანონით გაწერილი. მისი თქმით, ტრანსგენდერი ქალი უწყების ამ გადაწყვეტილებას 4 თვის მანძილზე ელოდა.
"ეს პრაქტიკა ვერ ხედავს იმ ადამიანებს, რომლებსაც არ შეუძლიათ, არ სურთ, ფული არ აქვთ ან ჯანმრთელობა არ უწყობთ ხელს, რომ ჩაიტარონ სქესის კვლავ მინიჭების ქირურგიული პროცედურები. შესაბამისად, ეს პრაქტიკა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული არ არის, უხეშად ერევა ადამიანის პირად ცხოვრებაში, სხეულის ავტონომიაში და ერთგვარად დისკრიმინაციულია იმ თვალსაზრისით, რომ იმ ტრანსგენდერი ადამიანების გენდერის სამართლებრივ აღიარებას არ ითვალისწინებს, რომლებსაც ოპერაცია არ ჩაუტარებიათ", — აცხადებს ქეთი ბახტაძე.
On.ge დაუკავშირდა ტრანსგენდერ ქალს, რომელიც, როგორც ჩვენთვის ცნობილია, პირველია საქართველოში, ვისაც დოკუმენტებში უწერი შესაბამისი გენდერი. ის ამბობს, რომ სამინისტროს გადაწყვეტილება მის ცხოვრებაში ბევრ რამეს შეცვლის.
"სახელი მქონდა შეცვლილი და სახელის შეცვლა პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ როდესაც გაქვს პირადობა ქალის სახელით და სქესში გიწერია მამრობითი, შეიძლება ბევრი ამას არ დააკვირდეს, თუმცა როცა გიწევს, იქირავო ბინა და შენში შეაქვთ ეჭვი... იგივე არის დამსაქმებელთან, ბანკში როდესაც წარადგენ პირადობას, უკვე აღარ გიწევს მათი უცნაური გამოხედვების, დაჟინებული მზერის ატანა. ჩემს შემთხვევაში, ოპერაცია იყო აუცილებლობით განპირობებული, საკუთარ თავს ყოველთვის აღვიქვამდი გოგოდ, შესაბამისად ყოველთვის მქონდა მოთხოვნილება, რომ ბოლომდე მიმეყვანა ჩემ მიერ დასახული მიზანი და ბოლომდე მომეყვანა ჩემი ვიზუალი შესაბამისობაში ჩემს გენდერულ იდენტობასთან", — გვეუბნება ტრანსგენდერი ქალი.
WISG-ის იურისტი კი ამბობს, რომ ორგანიზაცია ამჟამად ელოდება გენდერის სამართლებრივი აღიარების შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ორი ქართველი ტრანსი კაცის საქმეზე.
განახლება: მოგვიანებით სახელმწიფო სერვისების სააგენტომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ "ქირურგიული ჩარევით ბიოლოგიური სქესის შეცვლას, ტრანსგენდერის სამართლებრივი აღიარების მოპოვებასთან არანაირი კავშირი არ აქვს".
მათი განმარტებით, სააქტო ჩანაწერში ცვლილების შეტანა 1998 წლიდან რეგულირდება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ საქართველოს კანონით და "უკვე არსებობს პრაქტიკა", როცა ქირურგიული ჩარევით სქესის შეცვლის საფუძველზე, შესაბამის სააქტო ჩანაწერში სქესის აღნიშვნა განხორციელებულა
"კერძოდ, თუ მოქალაქე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარმოადგენს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ დოკუმენტს მისი ბიოლოგიური სქესის შეცვლასთან დაკავშირებით, მაშინ ამ პირს უფლება აქვს, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად მოითხოვოს გვარი/სახელის შეცვლა და შესაბამის სააქტო ჩანაწერებში სქესის აღნიშვნასთან დაკავშირებით ცვლილების შეტანა", — წერია უწყების განცხადებაში.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები