დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ კლასტერები, რაც დღეს ქვეყანაშია, გამრავლდება, მაშინ წინასააღდგომოდ სხვადასხვა შემზღუდავი ღონისძიების შემოტანა მოუწევთ.

"თუ ეს კლასტერები, რაც გვაქვს გამრავლდა და შიდაგავრცელება იქნა საყოველთაო, მაშინ, რა თქმა უნდა, ქვეყანას დასჭირდება სხვადასხვა შემზღუდავი ღონისძიების შემოტანა, რაც ორმაგად დამთრგუნველია წინასააღდგომოდ თუ აღდგომის შემდგომ პერიოდში", — თქვა მან.

გამყრელიძის თქმითვე, თუ მოქალაქეები გაითვალისწინებენ რეკომენდაციებს, ხოლო ეპიდსიტუაცია დაახლოებით იგივე იქნება, როგორიც დღეს არის და შემთხვევათა რაოდენობა არ წავა "სერიოზულ ნახტომისებურ ზრდაში" მაშინ სააღდგომოდ სერიოზული შეზღუდვები საჭირო არ გახდება.