მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ მონასტრიდან გამოგდებული მონაზვნები ისევ ქუჩაში არიან
მონაზონი სოსანა ბოლქვაძე და მორჩილი ნინო გამყრელიძე, რომლებიც მიტროპოლიტმა სტეფანემ მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან გარიცხა ისევ ქუჩაში დგანან. დედა სოსანამ On.ge-ს უთხრა, რომ ახლა ისინი მარტვილის ცენტრში იმყოფებიან.
"ქუჩაში ვდგავარ ახლა, კიდევ ერთხელ შევეცდები მოვუწოდო სინოდის წევრებს, კათოლიკოს პატრიარქს, მოაცილონ ეს ადამიანი [მეუფე სტეფანე] მონასტერს, თორემ დაღუპავს ერს. არ შემეძლო ერთი ღამე გაეთევებინა ჩემთვის ჩემს მონასტერში?! თუ ფეხით უნდა წავსულიყავი ცაგერში ან ლენტეხში ღამის 12-საათზე. ეს ჩემი მონასტერია. თუკი ვინმე წასასვლელია, ეს არის სტეფანე კალაიჯიშვილი.
სტეფანე მოიქცა არაადამიანურად. გამოიძახა პოლიცია. მერე პოლიციამ გვიშუამდგომლა და დარეკეს რეზიდენციაში, რათა ჩვენი ნივთები და წამლები აგვეღო. უპასუხეს რომ მეუფე სტეფანეს ეძინა და ვერ გააღვიძებდნენ", — ამბობს On.ge-სთან დედა სოსანა.
მონაზონი დედა სოსანა და მასთან ერთად მყოფი 68 წლის მორჩილი წუხელ ღამის სამის ნახევრამდე მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის გარე ტერიტორიაზე იმყოფოდნენ. როგორც დედა სოსანამ On.ge-ს უთხრა, მონასტრის ტერიტორიის დატოვება მიტროპოლიტ სტეფანეს ბრძანებით მათ სამართალდამცავებმა მოსთხოვეს.
მიტროპოლიტმა სტეფანემ მონაზონი სოსანა ბოლქვაძე და მორჩილი ნინო გამყრელიძე მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან გარიცხა და სინანულისთვის ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში განაწესა.
30 მარტს ვიდეო გავრცელდა, სადაც ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე ეპარქიის მონაზონ დედა სოსანას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავს. ვიდეოში ეპარქიის ხელმძღვანელი მას ეუბნება: "დავაი რა", "შენ ვინ ხარ? დებილი დედაკაცი", "დააყენე ერთი წუთით".
"იმ გაფუჭებულმა დედაკაცმა რაც თქვა ჩემს ძმებზე ეპისკოპოსებზე, მე გავეცი პასუხი. შენ რატომ უნდა დაგიმტკიცო, ვინა ხარ რომ დაგიმტკიცო. შენ გაინტერესებს არ ნიშნავს, რომ მე შენ უნდა გიმტკიცო. შენ მდუმარედ უნდა იჯდე, ვაბშე და ხმას არ უნდა იღებდე. დავაი, რა...
...რა უბედურება გჭირს, ქალო, დააყენე ერთი წუთით, რა, ეს შენი რაღაცა, რა...", — ეუბნება მეუფე სტეფანე დედა სოსანას.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები