აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეფონით პირველად ისაუბრეს.

"პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ს უცვლელი მხარდაჭერა ყირიმსა და დონბასში განგრძობადი რუსული აგრესიის წინაშე", — ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

ბაიდენსა და ზელენეკის შორის სატელეფონო საუბარი იმის ფონზე შედგა, რომ უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების განლაგება შეინიშნება.

30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარდარსალმა განაცხადა, რომ რუსეთმა საზღვართან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბატალიონების მობილიზება მოახდინა, რამაც ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

ვითარება შეაფასეს პენტაგონში და რუსეთის ქმედებები დაგმეს. როგორც პენტაგონის პრესსპიკერმა განაცხადა, აშშ ამ საკითხზე NATO-ს მოკავშირეებს ესაუბრება.

ამასთან, Reuters-ის წყაროს ინფორმაციით, რუსული ჯარის მობილიზების გამო NATO-წევრი ქვეყნების ელჩები საგანგებოდ შეიკრიბნენ.