დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

6 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 897 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 196, ხოლო გარდაიცვალა — 10 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 592 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 18 536, PCR-ით — 6 056.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3,65%, ბოლო 14 დღის განმავლობაში — 1,94%, ხოლო 7 დღის — 2,32%.

ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 284 061 -ს, გამოჯანმრთელდა — 284 958, ხოლო ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 3 832 ადამიანი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 897 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 463 შემთხვევა;
  • აჭარა — 83;
  • იმერეთი — 88;
  • ქვემო ქართლი — 41;
  • შიდა ქართლი — 32;
  • გურია — 31;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი — 96;
  • კახეთი — 19;
  • მცხეთა-მთიანეთი — 24;
  • სამცხე-ჯავახეთი — 1;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 19.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 880, საიდანაც: 1 892 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში — 911, აჭარაში — 286, იმერეთში — 293.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 357 პირი, მათ შორის, თბილისში — 171, აჭარაში — 44, იმერეთში — 70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 62 პირი, მათგან თბილისში — 39, აჭარაში — 3, იმერეთში — 8.

269 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 166 — თბილისში, 98 — აჭარაში. 3 719 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 191 ადამიანი, მათ შორის, თბილისში — 92, ხოლო აჭარაში — 9.

სულ 6 ოქტომბრიდან — 5 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია — 24 017 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 857 ადამიანი, მათ შორის თბილისში — 4 213 პირი, აჭარაში — 1 291, იმერეთში — 1 018.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: