პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო შეიქმნა, რომელიც ქვეყნის განვითარების 10-წლიან გეგმას შეიმუშავებს.

საბჭოს წევრები იქნებიან მინისტრები, დეპუტატები და სხვა ოფიციალური პირები. ამასთანავე, საბჭო უფლებამოსილია შექმნას სამუშაო ჯგუფები და ქვეჯგუფები, ასევე, საჭიროებისამებრ მიიწვიოს სხვა უწყების წარმომადგენლები ან შესაბამისი სფეროს სპეციალისტები, ექსპერტები და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

განვითარების და რეფორმების საბჭომ 2021 წლის 31 მაისამდე მთავრობას ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის პირველადი დოკუმენტი უნდა წარუდგინოს.

დადგენილებას საბჭოს შექმნის შესახებ პრემიერმინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.