აივ ინფექცია ამჟამად 38 მილიონზე მეტ ადამიანს აწუხებს და მისი ვაქცინის დამზადება ძალიან რთულია. თუმცა, მეცნიერების ასეთი ვაქცინის შესაქმნელად აქტიურად მუშაობენ.

ცოტა ხნის წინ, აივ ინფექციის ვაქცინის პირველი ეტაპის კლინიკურმა გამოკვლევამ ძალიან კარგი შედეგი აჩვენა. საუბარია 97 პროცენტიან დადებით ეფექტზე. კვლევა ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდა.

ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ აივ ინფექციის ვაქცინა უკვე გვაქვს, თუმცა, მას ძალიან მივუახლოვდით. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ახალი ტექნოლოგიის წყალობით ხდება, რომელიც COVID-19-ის პანდემიასთან საბრძოლველად შევიმუშავეთ.

აივ ინფექციის ვაქცინამ, შეიძლება, Moderna-ს mRNA ტექნოლოგია გამოიყენოს

IAVI-მ და Scripps Research-მა კვლევის პირველი ფაზის შედეგები გააზიარეს, სადაც ნათქვამია, რომ მათმა ვაქცინამ იშვიათი იმუნური უჯრედების წარმოების სტიმულირება შეძლო. ეს ის უჯრედებია, რომელიც ვირუსის მიმართ ანტისხეულების წარმოქმნას უწყობს ხელს. აივ ინფექციის ვაქცინის ტესტირება 12 ინფიცირებულ კურდღელს ჩაუტარდა. დადებითი იმუნური რეაქციები კვლევაში მონაწილეების 97 პროცენტს გამოუვლინდა.

"ეს კვლევა აივ ინფექციის ვაქცინის ახალ კონცეფციას ავლენს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა პათოგენებზეც. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ვაქცინები შეიძლება შეიქმნას იშვიათი იმუნური უჯრედების სტიმულირებისთვის, და ეს მიზნობრივი სტიმულაცია არის ძალიან ეფექტური. მიგვაჩნია, რომ ეს მიდგომა მნიშვნელოვანი იქნება აივ ინფექციის ვაქცინის დასამზადებლად.“ — თქვა პროფესორმა უილიამ შიფმა, რომელიც Scripps Researcc-ის იმუნულოგი და ვაქცინების IAVI-ის აღმასრულებელი დირექტორია.

Scripps Research და IAVI Moderna-სთან თანამშრომლობას აპირებენ, რათა mRNA-ზე დაფუძნებული ვაქცინა შეიმუშავონ. შეგახსენებთ, რომ ამ პრინციპის გამოყენებით Moderna-ს ვაქცინას კორონავირუსის საწინააღმდეგოდ იყენებენ.

მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ Moderna-სთან თანამშრომლობა პროცესებს კიდევ უფრო დააჩქარებს.