რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, დიმიტრი კოზაკმა განაცხადა, რომ რუსეთს, შესაძლოა, "დონბასში თავისი მოქალაქეების" დაცვა მოუწიოს.

"დღეს ყველაფერი დამოკიდებულია დაძაბულობის მასშტაბზე. თუკი, როგორც ჩვენი პრეზიდენტი ამბობს, სრებრენიცა განმეორდება, ჩვენ ალბათ საკუთარი თავის დაცვა მოგვიწევს", — განაცხადა მან.

მან განაცხადა, რომ "დონბასის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების" შეიარაღებული ფორმირებები "უკვე საკმარისად გაძლიერებულია და შეუძლია შეტევა შეაჩეროს".

აღნიშნულ ტაქტიკას რუსეთი ხშირად მიმართავს, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. რეგიონში დესტაბილიზაციის გაღვივების და სამხედრო კონფლიქტების დროს ის ხშირად ამბობდა, რომ საკუთარ მოსახლეობას იცავდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი საგარეო პოლიტიკის იარაღად ხშირად იყენებს კონფლიქტების ესკალაციის გზას პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში.

30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარდარსალმა განაცხადა, რომ რუსეთმა საზღვართან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბატალიონების მობილიზება მოახდინა, რამაც ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

ვითარება შეაფასეს პენტაგონში და რუსეთის ქმედებები დაგმეს. როგორც პენტაგონის პრესსპიკერმა განაცხადა, აშშ ამ საკითხზე NATO-ს მოკავშირეებს ესაუბრება.

სატელეფონო საუბარი შედგა აშშ-ს და უკრაინის თავდაცვის მინისტრებს შორის. ლოიდ ოსტინმა უკრაინელ კოლეგას, ანდრეი ტარანს დაუდასტურა მხარდაჭერა და დაგმო რუსული პროვოკაცია. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ ესკალაციის შემთხვევაში აშშ უკრაინას არ მიატოვებს.