გახარიას გუნდმა პარლამენტში ოპოზიციის სკამები დაიკავა. მათ მმართველი პარტიიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადეს.

ქართული ოცნების ექვსი დეპუტატი ყოფილ პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას "პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპზე" უერთდება. ესენი არიან:

  1. გიორგი ხოჯევანიშვილი;
  2. მიხეილ დაუშვილი;
  3. ანა ბუჩუკური
  4. ალექსანდრე მოწერელია;
  5. ბექა ლილუაშვილი;
  6. შალვა კერესელიძე

ისინი ამბობენ, რომ იზიარებენ ქართული ოცნებების წარმატებებსა და წარუმატებლობებს, ამავე დროს კი, გრძნობენ პასუხისმგებლობას შეცდომებზეც და სწორედ ამ პასუხისმგებლობის გრძნობით დგამენ ამ ნაბიჯს.