ზანგურის აზრით, მაყაშვილისადმი სოლიდარობა და მისი კრიტიკა სტურუასა და თეატრზე თავდასხმაა
ბესო ზანგური, რომელსაც ყოფილი ცოლი ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს, ამტკიცებს, რომ ეს მიზანმიმართული დარტყმაა, ოღონდ არა მასზე, არამედ რუსთაველის თეატრსა და რეჟისორ რობერტ სტურუაზე. მეტიც, მსახიობი იმის მტკიცებასაც ცდილობს, რომ ამაში ნაციონალური მოძრაობის ინტერესებია.
ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ რამდენიმე პოსტში მსახიობი სტურუას გამოესარჩლა, რომელიც მისი მხარდამჭერი ჰომოფობიური და მიზოგინური პოსტის გამო გააკრიტიკეს. ზანგური ყველა მსახიობს, ვინც მის ყოფილ ცოლს, ნინუცა მაყაშვილს სოლიდარობას უცხადებს, თეატრზე თავდასხმაში ადანაშაულებს.
"ყველაფერი ისე გაიშიფრა, ხელი არ გამინძრევია!! ეს მიზანმიმართული დარტყმაა რუსთაველის თეატრსა და რობერტ სტურუაზე!!! ძალიან ბევრი მოჰყვებით ამ ნანგრევებში თქვენი არასწორი სოლიდარობით!!! დადექით და თქვით რატომ არ გიყვართ ეს თეატრი და თუ არ გიყვართ, რატომ ხართ აქ???? გამაგებინეთ, რაში გჭირდებათ ჩემი გარევა ამხელა ვაქხანალიაში???" — წერს ზანგური ფეისბუქგვრდზე.
მსახიობი ფიქრობს, რომ რობერტ სტურუას მისი პოზიციის გამო ნაციონალური მოძრაობის ტროლ-ბოტების მანქანა ესხმის თავს. მსახიობი სტურუასთან ერთად ფოტოებსაც აქვეყნებს და სხვადასხვა პოსტში წერს:
"ამხელა კაცს, რობორეტ სტურუას, როგორ და რა ენით ესაუბრებიან მაყაშვილის კლასტერი. შედით და ნახეთ სტურუას გვერდზე და მიხვდებით, რატომ დამარტყეს მე და სინამდვილეში ვის ურტყამდნენ".
კიდევ ერთ პოსტში ზანგური სტურუას კრიტიკოსებს ძალადობრივი ფსიქიკის მქონეებს უწოდებს და ფიქრობს, რომ "ამხელა ადამიანის" ლანძღვა უნდა რცხვენოდეთ.
"ვინც ებრძვის რობერტ სტურუას და მის დემოკრატიულ იდეოლოგიას, ის არ არის და ვერასდროს გახდება ჩემთვის რუსთაველის თეატრის წევრი!!! ეს თქვენი სოლიდარობა და ფორმულას ლაკი ლუკი არის ერთი დიიიიდი უმსგავსობა!!! უკვე გასცდით მაყაშვილ ნინოს და საიდან რას სეტყვავთ წარმოდგენა არ გაქვთ!! [..].
ვერც იმას მიაღწევთ, რამე ვთქვა ნინო მაყაშვილზე, არაა ჩემი ინტერესის სფერო. ყველაფერს თავის საზღვრები აქვს, მაგრამ თქვენს ძალადობრივ ფსიქიკას არ აქვს საზღვარი. რა სიტყვებით და რა აზროვნებით ლანძღავთ ამხელა ადამიანს!!! როგორ არ გრცხვენიათ, როგორ არ გეცლებათ მიწა, მაგრამ გახსნილი გაქვთ და რაც გეხსნებათ, იმაზე ცალკე გასცემთ პასუხს!!!" — წერს ის ფეისბუქგვერდზე.
პოსტებში მსახიობმა უპასუხა მსახიობ თამთა ინაშვილსაც, რომელმაც ნინუცა მაყაშვილს სოლიდარობა გამოუცხადა და უარი თქვა ზანგურთან ერთად სპექტაკლში თამაშზე.
"ვინ არის თუთა ინაშვილი, რომ მე მიკრძალავს და ამბობს, არ აპირებს ჩემთან თამაშს??? რა გააკეთა??? რა ამბიციებია?? ფემინისტთა სახლში ხომ არ ერევა ეს ღირსეული საახლე ან იმ ბოტების შემოსევაში, გუშინ რომ რუსთაველის თეატრს შეესიენ???
სა"ლ"ამი (თუთა) თამუნა! ერთ-ერტ სპექტაკლში მახსოვხარ მხოლოდ... სადაც მთავარ როლს ვასრულებ და შენ შემოდიხარ... და.... გადიხარ" — წერს ის.
მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი ყოფილ ქმარს, რუსთაველის თეატრის მსახიობს, ბესო ზანგურს ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს. მაყაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილი ქმარი მასზე ფიზიკურად ძალადობდა ორსულობის დროსაც.
"არ მახსოვს რა იყო მიზეზი, მაგრამ მახსოვს, რომ ეს ყველაფრი გააკეთა თავისი ოჯახის წევრების წინ და მე ვიყავი ორსულად. ხელის აღებაც არ იყო. ანუ, რეალურად, ძალიან [მცემა]", — განაცხადა მან.
ბესო ზანგური ყოფილ ცოლზე ძალადობას უარყოფს და აცახდებს, რომ მზად არის გამოძიებას კითხვებზე პასუხები გასცეს.
"დაიწყონ გამოძიება, მოხარული ვიქნები რომ გამოძიებას გავცე პასუხები. [...] მანამდეც მყოლია ცოლი, ნინუცა მაყაშვილამდე და მის მერეც, ახლაც მყავს. არცერთი ასეთ რაღაცას არც იგონებს, არც ადასტურებს", — აცხადებს ის რუსთავი 2-თან.
მაყაშვილის განცხადებას რუსთაველის თეატრი გამოეხმაურა. მათი თქმით, გმობენ ყოველგვარ ძალადობას. კითხვაზე, აპირებენ თუ არა ბესო ზანგურთან თანამშრომლობის გაგრძელებას, თეატრში პასუხობენ, რომ ძალადობის დამტკიცებისა და იურიდიული დოკუმენტის გარეშე ამის განხილვის უფლება არ აქვთ.
"ამ ეტაპზე ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას, მაგრამ ჩვენ არა ვართ იურიდიული დაწესებულება, რომ ეს გამოვიძიოთ. [...] თეატრს არ აქვს უფლება, იურიდიული დოკუმენტის გარეშე განიხილოს რამე", — განაცხადეს პრესსამსახურში.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები