საქართველოს ბანკში სპეცოპერაცია დასრულდა — თავდამსხმელი დაკავებულია. ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განცხადებით, ყველა მძევალი თავისუფალია და დაზიანება არავის მიუღია. რაც შეეხება მძევლების რაოდენობას და თავდამსმელის მოთხოვნებს, სირაძე ამბობს, რომ დეტალები ზუსტდება და მოგვიანებით გავრცელდება ინფორმაცია.

"მძევლები გათავისუფლებულია, დაზიანება არავის მიუღია. ყველა მძევალი უსაფრთხოდ გადაყვანილი იქნა პოლიციის შესაბამის დანაყოფში", — განაცხადა მან

მანვე აღნიშნა, რომ დაწყებულია გამოძიება, თუმცა მუხლი არ დაუზუსტებია.